“მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი, გაიკეთოს აცრა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი გაიკეთოს აცრა, რადგან ის კოშმარი მის ცხოვრებაში კიდევ არ განმეორდეს, – „ასტრაზენეკას გავიკეთებდი კი არა კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი ეგ რო არ გამიმეორდეს ..მეხუთე თვე დასრულდა და ბლოკნოტს ვერ ვიშორებ და საუბრისას სიტყვები მავიწყდება“”, – წერს კულუმბეგოვი
კომენტარები