• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიძინა ივანიშვილს გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
16:46 06-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
745

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი, ყოველგვარი პირფერობის გარეშე გეტყვით, „ლეიბორისტული პარტის“ ლიდერები ევროკავშირს და ამერიკას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას რომ სთხოვდით, მაშინ ბევრს ეღიმებოდა და ამას პიარ-სვლად გითვლიდნენ. ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს. როგორ შეაფასებთ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას?

– მეც  ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ჯერ კიდევ 10  წლის  წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შალვა ნათელაშვილის  ევროპაში და განსაკუთრებით, ამერიკაში ვიზიტების დროს. გვქონდა პირადი კომუნიკაციები უცხოელ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან, ინფორმაციების გაცვლა. ზუსტად ვიცოდით, რომ ერთადერთი საშუალებაა, რომელიც შეაჩერებდა, გაანეიტრალებდა ბიძინა ივანიშვილის ამ დიქტატორულ მიდრეკილებებს. მეორეს მხრივ, ის მიგვათრევდა რუსეთისკენ და სხვებისგან განსხვავებით, ეს მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავინახეთ. ზოგისთვის ეს ღიმილისმომგვრელი იყო, ზოგი დაგვცინოდა კიდეც. ამის და სხვა მიზეზების გამო გვებრძოდნენ და ერთადერთი რეპრესირებული პარტია ვართ. ჩვენს გამო პარლამენტმა კანონი შეცვალა, რომ პარტიული დაფინანსება არ მიგვეღო, საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები არ გვყოლოდა, რვაას უბანზეა ლაპარაკი, წაგვართვეს  უფასო სატელევიზიო რეკლამა. ყველა საშუალება მოგვისპეს, რომ არჩევნებში სხვა პარტიებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. სამიზნეში ვყავდით ივანიშვილს ამოღებული და მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მის დასანქცირებას, მისი ფულისა და ქონების დაყადაღებას ვთხოვდით ამერიკას და ევროპას. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ეს არის პოლიტიკური განაჩენი ბიძინა ივანიშვილისთვის. რაზედაც ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობდით, რომ ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი,  არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის  პოლიტიკური ანექსია  მოახდინა, ქვეყნის ფუნდამენტური საგარეო ღერძი შეცვალა და რუსეთის ინტერესებს ანხორციელებს საქართველოში, ეს ყველაფერი დაადასტურა ევროპარლამენტმა. ივანიშვილი, პრაქტიკულად, უკვე მოქცეულია სანქცირების ფორმატში. ეს მისმა ადვოკატმაც აღიარა, რომელმაც განაცხდა, რომ 4 მარტიდან ისინი, ფაქტობრივად, სანქციის პირობებში იმყოფებიან. მალე დააყადაღებენ მის საბანკო ანგარიშებს, ქონებას, საფრთხეში არიან მისი ბიზნეს- პარტნიორები. ევროკავშირმა ბევრ რამეზე დაუხუჭა თვალი ივანიშვილს, არაერთხელ გაყალბებულ არჩევნებზე, პოლიტიკოსებისა და მედიის დევნაზე, სახელისუფლებო სტრუქტურების მიტაცებაზე. თავის მხრივ, ივანიშვილმა რამდენჯერმე „გადააგდო“ ევროკავშირი, როდესაც მისი მორჯულება და  საქართველოს   დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანა სცადეს.  ახლა უკვე აღარაფერს ერიდებიან, რადგან ივანიშვილი უდიდეს საფრთხედ გადაიქცა ჩვენი  რეგიონისთვის.

ამერიკა არავის აფრთხილებს, ვის როდის დაასანქცირებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შექმნილია უცხოური აქტივების მართვის სამსახური. ეს სამსახური მოიძიებს ივანიშვილის ფულს და ქონებას ამერიკაში. ასევე, მუშაობს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე ასეული რუსი ოლიგარქის სანქციების დაწესებაში მიიღო მონაწილეობა. ეს ჯგუფი, ევროკავშირის, ამერიკას, დიდ ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს აწვდის ინფორმაციას, კრემლთან დაახლოებულ რუსი ოლიგარქების  შესახებ, რომლებიც დასანქცირებას ექვემდებარებიან. ეს ჯგუფი იკვლევს არა მხოლოდ დასასანქცირებელ ოლიგარქებს, ვინც თავს არიდებს სანქციებს, იმ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსების ვინაობასაც ადგენს. ისინი კი  მეორად სანქციებს ექვემდებარებიან. ამ სიაში უკვე მოხვედრილია ბიძინა ივანიშვილი. ეს ნიშნავს, რომ დადასტურებულია მისი ბიზნეს-საქმიანობა სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან. ერთადერთი, რაც ივანიშვილს გადაარჩენს ის არის, რომ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავისი  მარიონეტები ჩამოაცილოს ძალაუფლებას და დატოვოს ქვეყნის არაფორმალური მმართველობა. ასეთ შემთხვევაში, საკუთარი ქონების ნაწილს მაინც გადაარჩენს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved