• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო, მუქარებით მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია“ – თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
16:29 09-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აღებული აქვს ქვეყნის წინაშე, ვერ დააკისრებს ვერცერთი ცალკე აღებული ამ კონფერენციის მონაწილე. მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის წინაშე და სწორედ ამიტომ, საქართველომ შეძლო ამ წლების განმავლობაში გაეძლიერებინა დემოკრატია, დაებრუნებინა ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი. შესაბამისად, არ მესმის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს ამ კონფერენციის რომელიმე მონაწილე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული თავისი საზოგადოების, ქვეყნის წინაშე ამ კონფერენციის ვერცერთი მონაწილე მას ვერ დააკისრებს.

ეს გზავნილი უკვე წლებია ისმის. ეს არის პირდაპირ მუქარა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ მან თავი უნდა დაანებოს საქართველოს ინტერესების დაცვას, თავი უნდა დაანებოს ქვეყნის ევროპული ინტერესებისთვის ბრძოლას, საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, მშვიდობას. ეს არის ფარული მინიშნება, რომ საქართველომ არჩევნების გვერდით ავლით, ამ ხალხის მიერ მართული მარიონეტები და ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები დააბრუნოს ხელისუფლებაში. ჩვენ ამას არასდროს არ დავეთანხმებით და არც საზოგადოება დაეთანხმება, რომ მას ვინმემ ჩამოართვას არჩევანი. რაც არ უნდა მუქარები იყოს, ამაზე ბევრად მეტ ზეწოლას გაუძლო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011-12 წლებში, შემდეგ წლებშიც და ვინც მას კარგად იცნობს, უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის მუქარებით, გავლენის მოხდენა მის გადაწყვეტილებებზე არის შეუძლებელი“

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved