• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ნაკრებისთვის ₾30 მლნ-ს ჯილდოს დაპირება, რეპუტაციის გათეთრებაა – სანდრო ქევხიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:15 04-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

ბიძინა ივანიშვილის “ქართუს” მიერ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოდ დაწესებული 30 მლნ ლარი, რეალურად რეპუტაციის გათეთრების მცდელობაა – ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში “ანალიტიკა” TI ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ზოგადად ამ ტაქტიკით მოქმედებს და მაგალითად ხელოვანებისთვის წლების განმავლობაში გადახდილი ხელფასი მოჰყავს, რომელსაც ქევხიშვილის შეფასებით, არავითარი საერთო არ აქვს ქველმოქმედებასთან.

” ოლიგარქებთან დაკავშირებით, არსებობს ასეთი ტერმინი, რეპუტაციის გათეთრება ბოლო განაცხადი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის “ქართუ” ნაკრებს ჯილდოს გადასცემს, სწორედ ასეთი ნაბიჯია. ძალიან ცნობილი ამბავია, რომ რუსი ოლიგარქები იყენებენ საკუთარ აქტივებს, რომ ერთი შეხედვით საქველმოქმედო ნაბიჯები გადადგან დასავლურ ქვეყნებში ცხოვრებისას, დააფინანსონ უნივერსიტეტები, საფეხბურთო კლუბები, სხვადასხვა სპორტსმენები და ამით, გაათეთრონ რეპუტაცია. შემდეგ კი, ხალხი რომელსაც ამ ფულს აძლევენ, ბუნებრივია, რომ მათ იცავს.

რომ გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის ისტორია, ის ამით ოპერირებს მუდმივად. პოლიტიკაში მოსვლამდეც ის აქტიურად უხდიდა ხელფასს “ქართუ” ფონდის გავლით ხელოვანებს. ეს იყო შეფუთული როგორც ქველმოქმედება, მაგრამ რეალურად ეს იყო რეპუტაციის გათეთრება” – განაცხადა TI ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა.

სანდრო ქევხიშვილის თქმით, ოქსიმორონია, რომ მთავრობა ითხოვს გამჭვირვალობას მაშინ, როცა”ქართუს” ანგარიშები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და დახურულია. ფონდი, 2019 წლიდან აღარ აქვეყნებს ანგარიშებს კანონის დარღვევით.

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადავცემთ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს – ამის შესახებ “ქართუმ” განცხადება 23 აპრილს გაავრცელა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved