• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიძინა ივანიშვილი შლის „ნაცმოძრობას“… ვინც არჩევნებს მოიგებს, წავა „ნაცმოძრაობიდან“ და მომხრეებს გაიყოლებს“ – რას უყვება „ალიას“ ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:15 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,075

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.

– ბატონი ზაზა, მეჩვენება თუ მართლა ასეა? კვირაზე მეტია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის მთავარი ნიუსი „ნაცმოძრობის“ თავმჯდომარის  მომავალი არჩევნებია და ვფიქრობ, ამით უფრო მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა ხდება.

– არაფერი არ გეჩვენება, ნამდვილად ეგრეა. ქვეყანა იქცევა და შეიძლება მთელი დღე, სამმა ტელევიზიამ „ნაცმოძრაობის“ არჩევნებზე ილაპარაკოს? ახლა ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები არ მაინტერსებს, პირიქით, ყველაფერს აქტიურად ვადევნებ თვალს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ახლა ის უფრო მინტერესებს, ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში, ვიდრე ის, თუ ვინ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე. ერთი მკვდარი  და წყალწაღებული  შეცვლის მეორეს, ეგ იქნება მაგათი არჩევნების შედეგები. როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობაზე“  ვილაპარაკო აღმატებით ტონში, როდესაც მისი მმართველობის დროს, 4500 ადვოკატიდან  170 ადვოკატი გაასამართლეს და იმავე პერიოდში, ბელარუსში, 8000 ადვოკატიდან მხოლოდ 8 ადვოკატი გაასამართლეს. მიშა სააკაშვილს  მაინც „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდნენ, ლუკაშენკოს კიდევ დიქტატორს. ლუკშენკო იყო და არის დიქტატორი, მაგრამ არანაკლები იყო სააკაშვილი.

– რას ემსახურება ამ არჩევნების ასეთი ხანგრძლივი, მასშტაბური პიარი?

– რას ემსახურება და იმ რეალობის გადაფარვას, რაც ქვეყანაში გვაქვს. ტოტალური  უსამართლობა, არნახული სიდუხჭირე… მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი შლის „ნაცმოძრობას“, ამ არჩევნების შედეგი ეგ იქნება. „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი რაღაცას მიაღწევს თუ არა, ეგრევე პარტიიდან გარბის. გიგა ბოკერია „ნაცმოძრობის“ სიით მოხვდა პარლამენტში, მერე დატოვა პარტია და ბლომად ხალხიც გაიყოლა. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენე. გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურში გავიდა, სალომე ზურაბიშვილმა 1%-ით ძლივს მოუგო. ხომ გახსოვს, მთელი „ქართული ოცნება“ დაირაზმა ზურაბიშვილის გადასარჩენად, ბიძინა ივანიშვილიც კი გამოვიდა  და ხალხს მიმართა, გვერდში დაგვიდექითო. ვაშაძემ რა გააკეთა? მეორე ტურამდე ერთი შეხვედრა არ გაუმართავს. შეეშინდა, მართლა არ გავხდე პრეზიდენტიო. კიდევ  ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება. რა დროს „ნაცმოძრობის“ არჩევნებია, ქვეყანა დაიცალა ხალხისგან, ქვეყანა გვეცლება ხელიდან. ეს ოპოზიციური ტელევიზიები ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. გეუბნები, ამ თავმჯდომარის არჩევნების მერე, „ნაცმოძრობა“ გახდება პატარა პარტია, რომელსაც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზია აღარ ექნება, რასაც ომახიანად გაიძახიან-ხოლმე მათი ლიდერები. ამ სტატუსს მალე სხვა პარტია ან პარტიათა ერთობა მიიღებს. ნახე, რა ხდება – ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სხვებიც აპირებენ. მაგრამ ამ ორიდან  ერთ-ერთი გაიმარჯვებს. ნიკა მელია მოიგებს, მისი მომხრეები გაჰყვებიან პარტიიდან, ხაბეიშვილი მოიგებს და  ის გაიყოლიებს მომხრეებს. მერე, ეს წასულები, ისეთ ამბებს გადმოალაგებენ ყოფილ პარტიაზე, იქ დარჩენილ ლიდერებზე, გაუნულებენ რეპუტაციას პარტიას. ჯერ ისე რა რეპუტაცია აქვს და აღარც ეგ ექნება. ეს საკმაოდ რეალური სცენარია მოვლენების განვითარებისა. ეს ოპოზიციური ტელევიზიები არიან ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები. ამ ტელევიზიების მესვეურთ ჰგონიათ, რაც მეტს ალაპარაკებენ მელიას თუ ხაბეიშვილს, მათ მომხრეებს, ამით კარგს გაუკეთებენ. არადა, პირიქით ხდება. ხაბეიშვილი არ იყო, ამოუგდეს ძველი ვიდეო, დავით კეზრაშვილს, რომ ლანძღავდა და თავი იმართლა, ვიცრუე,  კეზერაშვილზე რაც ვთქვი, ტყუილი იყოო. მეტი რაღა უნდა დამართონ?

– ზოგი ვარუდობს, რომ ამ არჩევნების მერე, „ნაცმოძრაობა“ გაძლიერდებაო…

– მე ეგრე არ ვფიქრობ, მაგრამ, რომც გაძლიერდეს, ეს არაფერს შეცვლის. ის „მთავარ ოპოზიციურ ძალას“ მაინც ვერ გასცდება. ქართველი ხალხი არ მოუშვებს „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით. სახელმწიფო გადატრიალების  გზით თუ მოვიდნენ, ეგ უკვე არ ვიცი. ისე, რამდენი სიბინძურე აქვთ ჩადენილი, რამდენი დაუშავეს ხალხს და რამდენი და რამდენად გაამწარეს, რომ 10 წელი გავიდა და ხალხი არ პატიობს და არც  მომავალში აპატიებს, დარწმუნებული ვარ! ძალიან ბევრს, ეს აუტანელი ყოფა, ეს გაჭირვება ურჩევნია მიშას და „ნაცებს“. მით უმეტეს, ხაბეიშვილის მხარეს გამოჩნდნენ  მერაბიშვილი და კეზერაშილი. რაც მათ დააწიეს ხალხს, იმ უბედურებებს აღარ გაგახსენებ, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის, წამების და მკლელობების ჩათვლით. მარტო „ნაცმოძრობის“ თავმჯდომარის არჩევნები, კაცო? პირველი შემთხვევაა, რომ  ოპოზიციური  ტელევიზიები თითიდან გამოწოვილი თემებით, სოციალური და სხვა პრობლემების გადაფარვას ცდილობენ? ვაკის პარკის ტარგედია, რომელიც მერიაში არსებულმა კორუფციამ  გამოიწვია, დასრულდა? მისი გამომწვევი მიზეზები გაირკვა? კორუფცცია აღარ არის მერიაში? აღარ არის კახი კალაძე დამნაშავე და აღარ უნდა გადადგეს მერის პოსტიდან? ეს ტელევიზიები არ გვიმტკიცებენ, უდანაშაულო ხალხი დაიჭირეს, ქვედა რგოლები, მთავარი დამნაშავე კალაძე და მერიის სხვა მაღალჩინოსნები არიან, მერიაში სხედან დასაჭერი ხალხიო? რამდენი ხანია, კალაძე საერთოდ  აღარ უხსენებიათ!

თეგები: ბიძინა ივანიშვილიზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved