• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო

ალია ავტორი - ალია
11:15 08-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,045

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამენ.

სამძიმრის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას“,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved