ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დაცვის წევრი დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებულს სახეზე ნაკერები დაადეს. ფოტოს და შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი აქტივისტი, გიორგი აბაევი ავრცელებს:
“ყურადღება! მნიშვნელოვანია!
იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთში ამჟამინდელი “მთავრობა” წარმოადგენს დამნაშავეთა და უკანონო ადამიანთა შეკრებას, ცხადყოფს ეს ფოტოც.
ინფორმაციის თანახმად, “ჯანდაცვის მინისტრს”, გეორგი ტოტჩიევს სასტიკად სცემა “პრეზიდენტ” ბიბილოვის დაცვის ერთ-ერთმა დაცვამ. ჩემი წყაროების თანახმად, დაცვის ეს თანამშრომელი გაბარაევია.”
კომენტარები