• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, შაბათი, 29 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიბილოვი გამოცხადდეს დამნაშავედ და მასზე ძებნა გამოცხადდეს” – დავითაია სამართალდამცავებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
17:12 03-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხმაურება. 

პაატა დავითაია სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს, რომ  ბიბილოვი გამოცხადდეს დამნაშავედ და მასზე ძებნა გამოცხადდეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მიზანს ვერ მიაღწია, თავისი მარცხის ნაწილობრივ გადასაფარად, ახალი ტერიტორიების „შემოერთების“ მიზნით იმ პროვოკაციული გეგმის შესრულება დაიწყო, რაზედაც რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია მუშაობს. საქართველოს ხელისუფლების მიერ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს რეაგირება და გაკეთდეს მკვეთრი მესიჯი, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ტერიტორიების ანექსიას. ბიბილოვის პროვოკაციული განცხადების შესახებ საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ჩვენი პარტნიორები.

სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ უნდა გაიცეს სანქცია ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზე, რომ მან, როგორც ძებნილმა და დამნაშავემ, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციურ წყობას, ვერ მოაწეროს ხელი დაგეგმილ ანექსიაზე. ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი, თუ როგორ თანამშრომლობს რუსეთის ფედერაცია კრიმინალებთან, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში”, – აცხადებს პაატა დავითაია.

შეგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერს, ანატოლი ბიბილოვი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფებაა. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ ზომებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი”. – თქვა დე ფაქტო ლიდერმა ბიბილოვმა.

თეგები: პაატა დავითაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved