• რეკლამა
  • კონტაქტი
01:32, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბგერების წარმოთქმას და სიცილს, დაემატა სიტყვების დამარცვლით წარმოთქმის უნარიც – როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

ალია ავტორი - ალია
12:47 11-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს.

„ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტიური და ფიზიკური შესაძლებლობები. ამ სამწუხარო რეალობის ფონზე, ორი პოზიტიური მომენტი მინდა გაგიზიაროთ: ერთი, ცოტნეს მდგომარეობა არ უარესდება და არც სტაგნაციას განიცდის – ძალიან პატარა, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ; მეორე -არ ვკარგავთ იმედსა და მოთმინებას და არასოდეს არ ვწყვეტთ ბრძოლას, რაც მიგვაჩნია, რომ საბოლოო გამარჯვების მთავარი საწინდარია. ამ ეტაპზე, მაგალითად, ბგერების წარმოთქმის, სიცილისა და სხვა ემოციების გამოხატვის უნარს დაემატა სიტყვების დამარცვლით წარმოთქმის უნარიც”, – განაცხადა ჯაბაურმა.

მისივე თქმით, კოლხური კოშკის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, ცოტნე გამსახურდია რეაბილიტაციას სახლში ვერ გადის.

„თითქმის, წელიწადნახევარია, რაც ვიმყოფებით წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში. დღესდღეობით, ეს გამოუვალი სიტუაციიდან უფროა გამომდინარე, ვიდრე აუცილებლობისგან. რეაბილიტაცია, რომელიც უტარდება ცოტნეს – ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედის სამკურნალო თერაპია და სხვა შესაძლებელი და უკეთესიცაა ტარდებოდეს სახლის პირობებში. სამწუხაროდ, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ვერ ვახერხებთ შინ დაბრუნებას და ჯერჯერობით უცნობია სანამდე მოგვიწევს სამედიცინო დაწესებულებებში ცხოვრება”, – განაცხადა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved