• რეკლამა
  • კონტაქტი
19:21, სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

BGA-ს შემდეგ დამფუძნებელი დირექტორის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას BIST–ის თანამშრომლებიც გმობენ

ალია ავტორი - ალია
19:41 02-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

“თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის” (BIST) თანამშრომლები სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ოფიციალურად გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას, სკოლის დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან პოტენციური გათავისუფლების გამო.

ნათია ჯანაშიას თანამდებობაზე ინვესტორ კომპანიას მისთვის სასურველი კანდიდატურის დანიშვნა სურს, რომლის რეპუტაცია და კომპეტენცია, ნათია ჯანაშიას გუნდის მოკვლევის შემდეგ, ეჭვის ქვეშ დადგა.

სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილმა „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გათავისუფლება მას შემდეგ მოისურვა, რაც სკოლის დამფუძნებელმა ინვესტორი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.

BIST–ის თანამშრომლების განცხადებას უცვლელად გთავაზობს:

“ჩვენ, “თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის” (BIST) თანამშრომლების უმრავლესობას, გვსურს ოფიციალურად გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება ჩვენი დამფუძნებლისა და დირექტორის, ქალბატონი ნათია ჯანაშიას პოტენციური გათავისუფლების შესახებ.

დაარსების დღიდან, ჩვენი სკოლის მთავარი ღირებულება მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლება და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ დღესდღეობით, BIST ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც სასკოლო საზოგადოების (მოსწავლეები, მშობლები, თანამშრომლები) წევრთა ურთიერთობა  ემყარება პატივისცემას, ერთმანეთზე ზრუნვასა და მხარდაჭერას.

გვსურს, შეშფოთება გამოვხატოთ ახალი დირექტორის დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებითაც, რომელიც არ წარმართულა სასკოლო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებთან კონსულტაციით და ჩვენთვის მისაღებ გამჭვირვალე პირობებში. დასახელებულ კანდიდატს არ გაუვლია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შერჩევის არც ერთი საფეხური (ინტერვიუები თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან).

გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ჩვენი დირექტორის, ქალბატონი ნათიას თანამდებობიდან გადაყენება, რომელთანაც წლებია პოზიტიური და პროფესიონალური ურთიერთობა გვაკავშირებს, დამაზიანებელი იქნება სკოლისა და მისი საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქალბატონ ნათიას, რომ განაგრძოს საქმიანობა თბილისის “ბრიტანული საერთაშორისო სკოლის” დირექტორის თანამდებობაზე”, – ნათქვამია BIST–ის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.

„საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორად პორნოგრაფიით გატაცებული სამხრეთ აფრიკელის დანიშვნას ცდილობს“ – ნათია ჯანაშია

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

14:01 07-15-2025
გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved