ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მთელი ღამე გაათენეს.
სამართალდამცველებთან კონფლიქტი დემონსტრანტების პერფორმანსმა გამოიწვია. ენმ-ის წევრმა, ანი წითლიძემ და აქციის რამდენიმე მონაწილემ სამხარეო პოლიციის უფროსს გიგა ზესაშვილს “ნახვაწა” მიუტანა. აქტივისტებს პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.
“სირცხვილია რაღაცა ქერქებით რომ დადიხარ… შენ ბევრს ნუ ტლიკინებ, კულტურულად ილაპარაკე”, – უთხრა პოლიციელმა ანი წითლიძეს.
ანი წითლიძე ამბობს, რომ ყოველ საღამოს ღამეების გათენება მოუწევთ, რადგან ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს.
კომენტარები