• რეკლამა
  • კონტაქტი
14:30, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბევრმა გაგვაკრიტიკა…“ – რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

ალია ავტორი - ალია
22:14 02-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი:

„არაერთ მოსაზრებას გავეცანი დღეს აქციაზე ნინოს (ქათამაძე – რედ.), ჩემსა და ორკესტრის მუსიკოსების მიერ დაგეგმილ მუსიკალურ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ბევრმა გაგვაკრიტიკა…
მე მესმის, მრავალგვარ აზრს აქვს არსებობის უფლება. (ვფიქრობ სიტყვა “კონცერტმა” უფრო გააღიზიანა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უსაზვროდ დაზაფრული და ნერვებდაგლეჯილი ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი)
ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ნინოს და ჩვენს მხარდასაჭერ გამოსვლას თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში რთავენ უკრაინის ტელევიზიები, რადგან თავად ისინი, ის ქვეყანა და ის ხალხი ვინც ომობს მადლიერია ჩვენი ამ გადაწყვეტილებით და ახლაც მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დამუშავება, რათა სიგნალი შეუფერხებლად იქნას მიწოდებული კიევში.
ნინო ქათამაძე უკრაინელებისთვის ისეთივე (არა, დამიჯერეთ უფრო მეტად!!!) ძვირფასი მომღერალია როგორც ჩვენთვის, ჰოდა მისი თითოეული ბგერა გაუთბობს გულებს მეტროს გვირაბებში შეფარებულ უკრაინელ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და ქალაქების თუ სოფლების ქუჩებში მყოფ მებრძოლ პატრიოტებს!
დაბოლოს: ყველაზე მძიმე დროს, განსაკუთრებით კი ომში სიმღერა ქართული ფოლკლორის ყველაზე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა! არავინ აპირებს დღეს იქ ცეკვათამაშს და გართობას! იქ ჩვენ ხმას, ამჯერად კი ქართული და უკრაინული მუსიკის ხმას მივაწვდენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც ძალიან ძალიან ბევრი გვყავს და ვიცით როგორ გველოდებიან…
მერე კი მეც, ნინოც, ლიზა ბათიაშვილიც, ანიტაც, ბექაც, გიორგიც, პაპუნაც, სოფოც და ჩვენი მუსიკალური სამეგობროს კიდევ ბევრი წარმომადგენელი გავემგზავრებით უკრაინის ქალაქებში და მართლა სადღესასწაულო კონცერტებს ჩავუტარებთ მათი გამარჯვების და მსოფლიოს უდიდესი ბოროტების დამარცხების აღსანიშნავად!“
თეგები: ნიკოლოზ რაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved