• რეკლამა
  • კონტაქტი
17:16, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბევრჯერ შემხვდა ეს ფოტო და განვმარტავ!” – რას იხსენებს თეონა გეგელია

ალია ავტორი - ალია
22:12 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

ჟურნალისტი, ,,იმედის” ყოფილი წამყვანი თეონა გეგელია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,მეგობრებო, ბევრჯერ შემხვდა ეს ფოტო თავის დროზეც და მიუხედავად იმისა, რომ ამ სათაურით („სუპერძალოვანი მინისტრი“) „გახარებულ“ რამდენიმე ადამიანს ავუხსენი, რომ ტყუილად უხაროდათ, მოგეხსენებათ, ქსელის თავგზააბნეულ მომხმარებლებამდე სიმართლის მიტანა, ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ რადგან ბოლო დროს ისევ გამოჩნდა და კადრია გადაცემიდან, რომელიც მე მიმყავდა, კიდევ ერთხელ განვმარტავ ამჯერად სტატუსით (მანამდე რამდენიმე ჩემს ფრენდს მხოლოდ კომენტარში ავუხსენი) და მერე რაც გინდათ, ის ქენით ))

ბატონი გახარია, ორჯერ იყო ჩემი რესპონდენტი იმედიდან წამოსვლამდე. ორივეჯერ 2019 წელს, ჯერ მაისში (მგონი) და მეორედ ივნისის დასაწყისში. არ მახსოვს ეს რომელი გადაცემიდანაა, მაგრამ ზუსტად მახსოვს სათაურის ამბავი. გარდა იმისა, რომ იყო შს მინისტრი და ვიცეპრემიერი, გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელადაც. როდესაც ვფიქრობდით რა დაგვერქმია მისი ინტერვიუს ამ ბლოკისთვის, სადაც მას მორიგ ახალ სტატუსზე ვეკითხებოდით (რატომ ანდობს გუნდი ამდენ პოზიციას), ჩემმა პროდიუსერმა გადაწყვიტა, რომ „სუპერძალოვანი მინისტრი“ იყო სათაური, რომელიც მისი მორიგი დაწინაურების ფაქტსაც ასახავდა და იმავდროულად, ირონიასაც შეიცავდა. რაზეც დავეთანხმე და ასე აღმოჩნდა ეს ტიტრი ეთერში.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ეს სათაური ბევრად ირონიულია: ადამიანს, რომლისთვისაც საკუთარ პარტიას ყველა შესაძლო თანამდებობა ემეტებოდა, დღეს თურმე არავინაა და მეტიც, წარსულშიც არავინ ყოფილა.

მაგრამ ეგ მე ამ კონკრეტულ მომენტში ისე მაღელვებს, როგორც დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკას ნამდვილი სოლიდარობა, ტყუილ-მართალის გარჩევა და ნახევარტონების დანახვის უნარი. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ იმ დროის „იმედი“, როდესაც ეგ გადაცემა ეთერში გავიდა და „იმედი“ 2019 წლის ივნისის შემდეგ, ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა (სხვა შემთხვევაში, არავინ დამიშლიდა მანდ მუშაობას).

ამიტომ, თუ ვინმე, ამ ფოტოს გაზიარებით, იმდროინდელ „იმედს“ და ამ კონკრეტულ გადაცემას ნიშანს უგებს, ვურჩევ მომდევნო ეპოქით გაერთოს, გვიანი „იმედით“.

არასდროს, არცერთი რესპონდენტის მიმართ არანაირი თრთოლვა და პიეტეტი არ მქონია (ქართველ პოლიტიკოსებზე ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს) და ვერ მექნებოდა ვერც გახარიას მიმართ. როდესაც „იმედში“ კობახიძე-ნაცვლიშვილის „პროდუსერთა“ რაზმი შემოვარდა, გახარია ჯერ პრემიერიც კი არ იყო, მერე გახდა. მისი წუხილის შესახებ არც მაშინ და არც მერე არაფერი მსმენია. გუშინ წავიკითხე მხოლოდ, როგორ მიმართავდა „იმედს“ ეთერში მომიყვანეთო.

მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტი, რაც ჩემი აზრით, ასევე სიმპტომატურია. მისი მეორე ინტერვიუ ჩემს გადაცემაში იმ დროს დაემთხვა, როცა ტელევიზია უკვე აშკარად პარტიიდან იმართებოდა. ჩამოვწერე კითხვები გახარიასთვის და როდესაც ეს ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა წაიკითხა, იწრიალა-იწრიალა და ბოლოს ორ კითხვაზე მეუბნება, ეს არ ჰკითხოო – ერთი ეხებოდა ნათია თურნავას „გმირობებს“ პანკისში და მეორე, „თბილისი პრაიდის“ (თუ არ ვცდები) განცხადებას, რომ უჩივლებდა შსს-ს სტრასბურგში, აღლუმს თუ არ ჩაატარებინებდნენ. თან მეუბნება ვუთხარი გახარიასო და ამბობს ეგ არ მკითხოთო (ინტერვიუს თემების (და არა კითხვების) რესპონდეტებთან შეთანხმება პრაქტიკაა, თუ რამე გნსაკუთრებული არ ხდება). მოკლედ, ვერ შევთანხმდით და ბოლოს ვეუბნები ამ „მენეჯერს“, გადაცემის დაწყებამდე თვითონ ვკითხავ, რატომ აქვს პრობლემათქო. ამაზე ვერაფერი მითხრა. მოვიდა გახარია და ვეუბნები, რომ პირდაპირი ეთერია და მაინც დავუსვამ ამ კითხვებს (დღემდე ვერ ვხდები, რა პრობლემა იყო ამ ორ კითხვაში), რადგან ამას ჩემთვის კონკრეტულ სიტუაციაში აქვს პრინციპული მნიშვნელობა და ასე შემდეგ და ვიდრე მე ამ პატარა მიტინგს ვატარებ, მიყურებს და მშვიდად მეუბნება, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გადაცემა იწყებოდა და აღარ დავინტერესებულვარ, მის მაგივრად წყვეტდნენ რა კითხვაზე უნდა ეპასუხა, თუ აზრი შეიცვალა.

2019 წლის ივნისში გადაცემიდან ავდექი და იმედიდანაც მალე წამოვედი.

უშუალო თუ არა უშუალო „მენეჯერებს“ შეგნებულად არ ვასახელებ, დღემდე არ მსიამოვნებს მათი გახსენება. ვისაც აინტერესებს ვინ მართავდა არხს 2019 წლის ივნისიდან, გაარკვიეთ, იოლია. და ეს გადაცემა თუ გაინტერესებთ, მაგის ბმულიც მარტივად იძებნება)”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved