• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, შაბათი, 10 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბევრი რამე ვიცი, მაგრამ…“ – ვანო მაჭავარიანი

ალია ავტორი - ალია
12:34 09-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,141

მეოთხე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი შეფი ვანო მაჭავარიანი უსუფაშვილის გუშინდელ სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ მან კიდევ ბევრი რამ იცის, თუმცა ეს მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ივანიშვილის თემებია და აცხადებს, რომ დეტალებში შესვლას არ აპირებს.

მარგველაშვილის მარჯვენა ხელი ამბობს, რომ ფაქტია, რომ პრეზიდენტის გადაყენების მცდელობები ხელისუფლების სტილია. ვანო მაჭავარიანის თქმით, ამ ფაქტს არა მხოლოდ მარგველაშვილის, არამედ ზურაბიშვილის მაგალითიც ცხადყოფს.

მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ მეხუთე პრეზიდენტისგან განსხვავებით, მეოთხე პრეზიდენტი თანამდებობაზე მოსვლის პირველი დღიდან პრინციპული იყო.

 

ანუ პრინციპულად რა იყო არასწორი, რაც მე ვთქვი, რაც ბატონმა უსუფაშვილმა მე შემომჩივლა? ანუ ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მოუწოდებდა მარგველაშვილს გადადგომისკენ. ფაქტია, რომ ეს სერია გაგრძელდა. არ შევალ პირად საუბრებში, მეც ვიცი ბევრი რამე, მაგრამ ეს მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ივანიშვილის თემებია და თავისთავად ის, რომ ეს მათი სტილია, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ აიძულონ, მიაგზავნონ ადამიანები და თქვან, იშუამავლოს ვიღაცეებმა, რომ გადადგეს ადამიანი პოსტიდან, ამას ჩვენ ვხედავთ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, რომ მას უქმნიან ყველა პირობას და აიძულებენ, რომ გადადგეს. ვისთვის ამზადებდნენ ამ სკამს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტს მარგველაშვილს გაეგრძელებინა თავის საქმიანობა.
ეს დაძაბულობა 2 თვის თავზე არ იყო. ეს მოხდა ძალიან მოკლე პერიოდში. უფრო ადრე. ამიტომ ყველას აქვს თავისი რუბიკონი, რომელსაც ის კვეთს ან არ კვეთს და ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისთვის ეს არის ევროინტეგრაცია, მარგველაშვილისთვის იყო კონსტიტუციის პრინციპულად დაცვა. მარგველაშვილი გაცილებით პრინციპული, დამოუკიდებელი პრეზიდენტი იყო პირველივე დღიდან მისი არჩევიდან, ვიდრე ქალბატონი სალომე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 5 წლის თავზე გამოფხიზლდა, – ამბობს მაჭავარიანი.
შუშისს სასახლის ინტრიგები საჯაროზე დავით უსუფაშვილმა გამოიტანა. პარტია “ლელოს” ლიდერი “რეაქციიისთვის” მიცემულ ინტერვიუში დახურული შეხევდრის დეტალებს ყვება. იხსენებს პერიოდს, როცა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდან წასული იყო, თუმცა მაინც შეეძლო, პრეზიდენტი ცალკე ოთახში გაეყვანა და თანამდებობიდან წასვლაში დაერწმუნებინა.

უსუფაშვილი იხსენებს მოტივსაც. როგორც გაირკვა, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მაშინ საკუთარ პოლკიტიკურ როლებზე ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved