• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით“ – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:56 01-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

,,ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“. შეგახსენებთ, წელს წამყვანია H3N2 subclade K (და არა „ღორის გრიპი“, როგორც ამას ბევრი ამბობს, რომელიც არის H1N1. ახლა ეს ქვეტიპიც ცირკულირებს, მაგრამ წელს აქცენტი H3N2-ზეა).

მოკლედ, ამ ქვეტიპებზე ყურადღების გამახვილებას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. უბრალოდ, აქ მთავარი ის არის, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა იმის შემდეგ, რაც ვაქცინა უკვე შემუშავებული იყო (შეგახსენებთ, ყოველწლიურად ვაქცინა იქმნება იმ სეზონზე მოცირკულირე ქვეტიპების შესაბამისად). ამიტომ მისი ეფექტურობა ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონებზე. ამან გარკვეულად გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა.

სინამდვილეში კი წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსის ახალი ქვეტიპი იმუნურ პასუხსაც “გაექცა” და შესაბამისად, ვისაც H3N2 მიმართ გარკვეული დაცვა ქონდა, ისიც ნაკლებად მუშაობს. წელს ამ მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ. იმედია ეს აღარ გვემუქრება.

წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ – 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით. აცრილებში ბევრად ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

ამიტომ, გთხოვთ, ნუ აყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა “ჩავარდა” და ამიტომ რა აზრი ქონდა აცრას. კიდევ ვიმეორებ, პირიქით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვინც ჯერ არ აცრილა, ისევ აქვს აზრი.“

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved