• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბეთლაივსა და მასტერ ლიგას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
20:50 07-07-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

7 ივლისს, რესტორან „კარი“-ში betlive Master League-ის პრეზენტაცია გაიმართა. „ბეთლაივსა“ და „მასტერ ლიგას“ შორის გაფორმებული ორწლიანი მემორანდუმი თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება.

„მასტერ ლიგა“ ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს დაძაბულ, სანახაობრივ და ორგანიზებულ ტურნირს სთავაზობს. მასში მონაწილეობას როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც იღებენ.

„მასტერ ლიგასთან“ შეთანხმებით, „ბეთლაივი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგის უცვლელი ნაწილია. მიმდინარე წელს, კომპანიამ რაგბის კავშირთან, ძიუდოს, ჩოგბურთისა და მძლეოსნობის ფედერაციებთან, ასევე კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. პარალელურად, „ბეთლაივის“ ბრენდის ამბასადორები გამორჩეული ქართველი სპორტსმენები, სანდრო მამუკელაშვილი, დავით ნინიაშვილი და ამირან გოგოლაძე გახდნენ. კომპანიის განცხადებით, „ბეთლაივი“, როგორც ინოვატორი კომპანია, გულშემატკივარს არაერთ საერთო, საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

„რამდენიმე თვის წინ, პირველად დავაანონსეთ კამპანია, სახელწოდებით „ჩვენი სპორტისთვის“, სადაც რაგბის, ძიუდოს, ჩოგბურთის და მძლეოსნობის ფედერაციებთან,ასევე კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან პარტნიორობაზე ვისაუბრეთ. დღეს კი, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „ბეთლაივსა“ და „მასტერ ლიგას“ შორის ორწლიანი მემორანდუმი გაფორმდა. სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირი, betlive Master League, უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს და იგი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება. აღნიშნული პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაგრძელებთ ქართული სპორტის მხარდაჭერას როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე”, – განაცხადა „ბეთლაივის“ კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ღუდუშაურმა.

თეგები: ბეთლაივი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved