• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბერლინში სასტუმრო Radisson Blu-ში უზარმაზარი აკვარიუმი, სახელად AquaDom გასკდა

ალია ავტორი - ალია
19:27 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
501

ბერლინში სასტუმრო Radisson Blu-ში უზარმაზარი აკვარიუმი, სახელად AquaDom გასკდა, რამდენიმე მილიონი ლიტრა წყალი დაიქცა და სასტუმრო და მეზობელი ქუჩები დატბორა. აკვარიუმი 14 მეტრის სიმაღლის იყო და მასში 1 500 ტროპიკული თევზი ბინადრობდა. სასტუმროს სტუმრები, რომლებიც ხმაურმა და მიწისძვრის მსგავსმა რყევამ გააღვიძა, გამთენიისას შეიარაღებულმა პოლიციამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. შუშის ნამსხვრევებმა მხოლოდ ორი ადამიანი დააზიანა. საბედნიეროდ, ინციდენტი დილით ადრე მოხდა, ვიდრე სასტუმროს მისაღები და გარეთ ქუჩები ხალხით იქნებოდა სავსე.

ბერლინის სახანძრო-სამაშველო გუნდის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს, რამ გამოიწვია აკვარიუმის დამსხვრევა. პოლიციის განცხადებით, იმის მტკიცებულება ვერ იპოვეს, რომ აკვარიუმი გამიზნული თავდასხმის შედეგად გასკდა, ხოლო იმის შესამოწმებლად, რომ სასტუმროში ვინმე დაზარალებული არ დარჩენილა, ძაღლებიც დაიხმარეს.

აღსანიშნავია, რომ აკვარიუმს რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.

AquaDom 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ცილინდრის ფორმის აკვარიუმი. იგი 100 სხვადასხვა სახეობის თევზს შეიცავდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved