• რეკლამა
  • კონტაქტი
05:12, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბერეს ეგ ბუშტი, ბერეს, მაგრამ არ იბერება, ეტყობა, სადღაც ნაჩვრეტი აქვს…” – დავით ჭიჭინაძე ღარიბაშვილზე

ალია ავტორი - ალია
21:28 03-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ალიას“ ესაუბრება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი ძალიან დაეცა, ხალხის თვალში ძალიან დაპატარავდა. პრემიერი ბერა ივანიშვილის მაგინებლებისთვის  საქმეების გარჩევის საქმეში, ერთ–ერთი ფიგურანტი აღმოჩნდა. მან იცოდა ბერას „შავი სიის“, მისი წევრების შესახებ და დეტალურად იცოდა, ბერას რომელი შემგინებელი ვინ, როგორ „დააჩმორა“. მართლაც, ეს კატასტროფაა ადამიანისთვის, რომელსაც პრემიერი ჰქვია. ღარიბაშვილს არ ეყო ნამუსი, რომ გადამდგარიყო. როგორ ფიქრობთ. ერთ თეთრიანზე უფრო მეტად გაუფასურებულ პრემიერ ღარიბაშვილს, ახლო მომავალში გაუშვებს პოსტიდან ბიძინა ივანიშვილი?

– ჯერ ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერება რა იყო? პირველად რომ იყო პრემიერი, რა გააკეთა, ახლა მეორედ რომ მოიყვანეს? ბერეს ეგ ბუშტი, ბერეს, მაგრამ არ იბერება, ეტყობა, სადღაც ნაჩვრეტი აქვს და იმიტომ  ვერ იბერება. არ არსებობს, მაგისგან არაფერი გამოვა. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ბიჭია. ოჯახურ და ნათესაურ წინააღმდეგობებს ვერ სძლევს. პირველად ნათესავების მადის, მათი უკანონოდ ფულის შოვნის მსხვერპლი გახდა და გაბრაზებული იყო, რომ ამის გამო დაკარგა თანამდებობა. არ ყოფნის ავტორიტეტი, ნათესაობაშიც კი, რომ მის სიტყვას არ გადააბიჯონ და თავზე არ გადაახტნენ. საკუთარ სანათესაოში რომ არ ხარ ავტორიტეტი, ნათესაობას რომ ვერ აკონტროლებს, ასეთ კაცს რა უნდა პრემიერად? ის როგორ გახდება ქვეყნის ავტორიტეტი? ასეთი კაცი არ უნდა დაებრუნებინათ მთავრობაში საერთოდ. ღარიბაშვილს ეტყობა, რომ ნამეტანი აფასებს გამზრდელებს და მასზე მზრუნველებს, ივანიშვილ, მის ოჯახს. სახელმწიფოს პირველი პირი როდესაც ხდები, იქ უკვე ქვეყნის ინტერესებია მთავარი და არა  გამზრდელ–მომვლელისა. 

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: დავით ჭიჭინაძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved