საქართველო-საბერძნეთის მატჩამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. სოციალურ ქსელში, ამ თემაზეც სახალისო პოსტები ვრცელდება. ფეისბუქმომხმარებლები წერენ:
„უფალო, ჩვენკენ იყავი, ბერძნებმა გეი ქორწინება დააკანონეს“
„მოგმართავთ საბერძნეთის ნაკრებს. რომ
დაბერდებით მაინც ჩვენი მოსავლელები იქნებით და ისევ ტკბილი სიბერე გერჩივნოთ“
„ბერძნებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი ბებიები მძევლად გვყავს აყვანილი“
პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა):
„ვეღარ გავიგე, გავფანტოთ თუ არა წვიმა??? არადა კარგად გვაქვს დაცდილი“
ლაშა ბერულავა:
„ ვისაც გქვიათ ან გეძახიან:
მედეა,
მედიკო,
მედო,
მედუ,
მედე,
მედი
მედა
მედ,
დღეს თქვენი ფეხი არ იყოს აქ – დარჩით სახლში!
P.S. – მადონებიც, ყოველი შემთხვევისთვის “
კომენტარები