• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბერძენიშვილებზე ეს შემზარავი ფაქტები ასლან აბაშიძის კაბინეტში, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი! ამას ექსკლუზიურად „ალიას“ გეუბნებით!“ – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
19:08 06-18-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,944

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ე.წ. ლიბერალურ ოპოზიციას ხელმძღვანელობენ კგბ-ს სტაჟიანი თანამშრომლები, გოგი და ელენე ხოშტარიები, ლევან და  დავით ბერძენიშვილები. დღემდე არ მითქვამს და „ალიას“ ექსკლუზიურად ვეტყვი – ასლან აბაშიძის კაბინეტში, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ლევან და დავით ბერძენიშვილის კგბ-სთან თანამშრომლობის დამადასტურებელი კართოკეტები, ეს შემზარავი ფაქტები… ლევან ბერძენიშვილის მეტსახელია „პინგვინა“, მისი ძმის მეტსახელი აღარ მახსოვს. ეს უკვე საქვეყნოდ ცნობილია და ამაზე უამრავი მასალაა გამოქვეყნებული, რომ დავით ბერძენიშვილმა დააჭერინა საკუთარი ძმა, ლევანი და ვახტანგ ძაბირაძე, კგბ-ს გამოძიებას ჩვენება მისცა, მე არაფერ შუაში ვარ, ანტისაბჭოთა საქმიანობაში მათ ჩამრთესო. ორივენი დაიჭირეს და მერე, ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი საცოლე „ჩაუშვა“ და დააჭერინა ანტისაბჭოთა ლიტერატურის ბეჭდვის გამო. აი, ასეთი ადამიანები არიან. როგორ შეიძლება, საბჭოთა კგბ-ს სტაჟიანი აგენტები ხელმძღვანელობდნენ ლიბერალურ პროდასავლურ ოპოზიციას.ეს ე.წ. ლიბერალური ოპოზიცია, ბერძენიშვილების, ხოშტარიების და თემურ ალასანიას ფულებსა და იდეოლოგიაზე დგას, არანაირად არ არის არც ლიბერალური, არც პროდასავლური. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა კგბ-ს ჭუჭყი და მთხლე, რომელიც შემორჩა ქართულ პოლიტიკურ რეალობას. კგბ-ს აგენტებს როდის იყო დასავლეთისკენ მიჰყავდათ  რომელიმე ქვეყანა? პირიქით, მათი დავალებაა, ეს პროცესში შეაფერხონ, დასავლეთის დისკრედიტაცია მოახდინონ და ამას აკეთებენ ხოშტარიები, ბერძენიშვილები და კგბ-ს სხვა აგენტები საქართველოში.

 

შეგახსენებთ, რას ამბობდა ლევან ბერძენიშვილი კაგებეს აგენტობაზე:

„საქმე ის არის, რომ ნებისმიერი, ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც სფეროში რამეს წარმოადგენს, იძენს როგორც მეგობრებს, ისე მტრებს. „ცუდას რად უნდა მტერობა…“ – ეს ნამდვილი ამბავია. როდესაც პირველად წავიკითხე, რომ მე ვარ კაგებეს აგენტი, ძალიან მეწყინა, მერე შევეგუე. ვიცი, რომ არ ვარ. ვისაც ჰგონია, მე იმას როგორ ვუშველო. მიხეილ სააკაშვილმა თქვა ჩემზე, რუსეთის აგენტიაო. მერე თვითონ თქვა, ვიხუმრეო, მერე ბოდიში მომიხადა და ტიპები არიან, ამბობენ, არა, მაინც აგენტიაო. ახლა არ ამბობს ასე, იმიტომ, რომ ასე სჭირდება, მაგრამ ისინი, ის ტიპები ამბობენ, ხომ ვიცით, რომ აგენტი არისო. მე რა შემიძლია. არის გამჯდარი საოცარი ამბავი, რომ მე ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში რაღაც მონაწილეობა მივიღე. მასთან არ მქონია არანაირი ურთიერთობა, არასდროს, არც პარლამენტში ვყოფილვარ მაგ დროს. ქუჩაში მივდივარ, ვხედავ ქალი მოდის და გაიღიმა, რომ დამინახა, უკვე ველოდები, ბატონო ლევან, თქვენ ლექციას მოვუსმინე ან რაღაც ასეთი, და – „სიკვდილი და კუბო შენ! შენ მოკალი ზვიადი!“ თურმე თავის თავს გაუღიმა: კარგია რომ დავინახე, ახლა ამას ვეტყვი, რაც საჭიროაო. საინტერესოა, რომ მაინცდამაინც ქალის ის ტიპაჟი მომეწონება ხოლმე, რომელიც ზვიადისტი აღმოჩნდება და გამომლანძღავს. ზოგჯერ მეტყვიან, ამან ის დაწერა, იმან ის დაწერა, უპასუხე. ვის ვუპასუხო, რა ვუპასუხო – რომ „აქლემი არ ვარ“?

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved