• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბერა მაშინ თუ არასრულწლოვანი იყო, ეს არგუმენტი კი არ არის, პირიქით, შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად იქცეს – ზურაბ ჯიბღაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:10 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ალიას” ესაუბრება სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი

– გვეუბნებიან, რომ 2010 წლის ჩანაწერია ის, რაც მოვისმინეთ და ამართლებენ იმით, რომ აი, ბერა არასრულწლოვანი იყო, ღარიბაშვილი და ჩუბინიძე კიდევ, არ იყვნენ მაგ დროს ჩინოვნიკები. ასეც რომ ყოფილიყო, ჩინოვნიკებიც რომ არ ყოფილიყვნენ, ეს არ ჩაითვლება დანაშაულად?

– ჯერ ერთი, იკვეთება ჩანაწერებში, რომ ღარიბაშვილი მაგ დროს უკვე ფლობს ხელისუფლებას, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ეგ არ ამართლებს, ყველა შემთხვევაში დანაშაულია. ღარიბაშვილი 2010 წელს არ იყო ის ფიგურა, რომ ანზორ ჩუბინიძეს მასთან გადაემოწმებინა რამე. მაშინ ჩუბინიძე უფრო ახლობელი ფიგურა იყო ბიძინასთვის, ვიდრე ღარიბაშვილი. აქედანაც ჩანს, რომ ჩანაწერების ჩაწერისას, ღარიბაშვილი უკვე ძალაუფლებას ფლობს, რადგან სწორედ მას ეკითხება. სწორედ ამიტომ არ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ეს ღარიბაშვილის პრემიერობამდე ან სულ მცირე შს მინისტრობამდე დროინდელი პერიოდის ჩანაწერია. რაც შეეხება არასრულწლოვნებაზე საუბარს, ჩანაწერში ამბობენ, „სადამსჯელო რაზმი ხარ ამ ჯერზეცო“ და ამ რანგში აიყვანა არასრუწლოვანი ბავშვის ხუშტური? ეს არ არის დასჯადი? არასრულწლოვნება, არგუმენტი კი არ არის, პირიქით, შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად იქცეს.

– ავთენტურობაზეც არ საუბრობენ „ოცნების“ მომხრეები და პირდაპირ გამართლებაზე გადადიან, არ უნდა ყოფილიყო პირველი მოთხოვნა ავთენტურობის დადგენა?

– იმიტომ რომ, ადვილად იდენტიფიცირებადია ღარიბაშვილის პერსონა. იქ ისმის ის საუბარი, რაც სრულად შეესაბამება ღარიბაშვილის ფსიქოტიპს. ვინც ასე თუ ისე იცნობს ღარიბაშვილს და მისი საუბრის სტილი, ის ადვილად ამოიცნობს. ისევე, როგორც ანზორ ჩუბინიძის გაწონასწორება და სიდინჯეა ადვილად ამოსაცნობი. ვინც ამ ორ ადამიანს იცნობს, ორივეს იდენტიფიცირება მარტივია. ავთენტურობაზე სპეკულაციას  აზრი არა აქვს, ამდენი გონი აქვთ და ეს უკვე პროგრესია. მე აქ მხოლოდ საუბრის ტემპერამენტზე ვსაუბრობ, თორემ, ვერც ჩუბინიძის გამართლება მოხდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩემი აზრით, ანზორ ჩუბინიძე დამოუკიდებელი რომ იყოს, ჯერ ერთი იმას არ გააკეთებდა, რაც ჩანს, რომ გაუკეთებია და მეორე – დღეს მას უკვე გადადგომის თაობაზე განცხადება უნდა ჰქონდეს გაკეთებული. ღარიბაშვილს რაც შეეხება, მასზე ვერ ვილაპარაკებ სამართლებრივი, კონსტიტუციური ან პოლიტიკური სტანდარტით, ღარიბაშვილის მთავრობა ტაშით დამტკიცდა მაშინ, როცა გვითხრეს, რომ ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადაიწიაო. სახელმწიფო გადააგდეს – ეს საკითხი ნორმალურ ქვეყანაში უნდობლობის გამოცხადების საფუძველი ხდება და ამ ფონზე, მისი მთავრობა ტაშის გრიალით დაამტკიცეს. არადა, წესით, მთავრობას უნდობლობა უნდა გამოცხადებოდა. ღარიბაშვილი თავისი პოლიტიკური გენეზისითა და ქცევებით, ყოველგვარ პოლიტიკურ სტანდარტს მიღმაა, ის ვერ ექვემდებარება რაციონალურ ანალიზს.

– ისიც ითქვა, რომ მსგავსი კადრების გავრცელების უფლება არ ჰქონდა ჟურნალიტს.

– ტოტალიტარიზმი მეტი კი არაფერია? – მეგობრებს ყველაფერი და მტრებს – კანონიო. კანონს არგებენ არასასურველ ადამიანებს. მედიამ გაავრცელა სლოვაკეთში პრემიერ მეჩიარის ამბავი, რომელმაც პრეზიდენტს შვილი გასტაცა. უოტერგეიტის საქმე მედიამ არ წამოსწია? ორივე შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს, ნიქსონი გადადგა, სლოვაკეთის ყოფილი პრემიერი მეჩიარი, პოლიტიკურად დამთავრდა. მედიას ეს ინფორმაცია ჰქონდა და უნდა გაეშუქებინა. ამის მორალური უფლებაც ჰქონდა და სამართლებრივიც. შალვა რამიშვილი რომ აკეთებდა „დარდუბალას“, იმ დროს რამიშვილი გვატყუებდა? ხომ ეს დარდუბალას სამშობლო იყო შენი და ჩემი? სააკაშვილი რასაც გადაჰყვა, ხომ აკეთებდა იმას? ხელისუფლების გარე ფასადი იცვლება, შინაარსი არ შეცვლილა. ავტორიტარიმი ძალოვან სტრუქტურებზე დგას. მიდიან და ვიღაცებს „თემების დალაგებას“, „მოგვარებას“ პირდებიან, ეს შემადგენლობა არ იცვლება. თვითმმართველობის რეფორმა, რომლის დამსახურებითაც შეიძლებოდა ძლიერი თვითმმართველობა და მზარდი ეკონომიკა გვქონოდა, ამ „პაგონიანი“ ძიების დამსახურებით ჩავარდა, „შემსრულებლების“, „დამლაგებლების“ დამსახურებით. სახელმწიფოს შინაარსი არ იცვლება, ამ სისტემის წინაშე ყველა, დღემდე ყველა მმართველი პარტია დამარცხებულია.

– ახსენებენ 158 მუხლს, კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევას, 159 მუხლს – პირადი მიმოწერის შესახებ და კიდევ სხვა მუხლებსაც, ამბობენ, რომ სწორედ ამ მუხლების გამო, უნდა აიკრძალოს მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება.

– ეს აღარ არის პირადი! როცა საჯარო სფეროს ეხება. ამ ნორმების დაფარვის სფერო არ არის საჯარო საკითხები, მართლწესრიგის დარღვევა. ამ ნორმების დაცვის სფეროდ მხოლოდ კერძო ინტერესები, თუნდაც მეგობრების საუბარი წარმოადგენს. თუ აქვს ჩანაწერი საჯარო თემებზე, ამის გამოქვეყნების უფლება ჟურნალისტს აქვს. მეტიც, ამ ჩანაწერებმა ხელისუფლება რომ იმსხვერპლოს, სწორი და ობიექტური იქნება. მაგრამ, ეს გააკეთა იმავე წრემ, იმ ადამიანურმა ფენომენებმა შეასრულეს ვინც ხელი მოაწერა კობა დავითაშვილის, თანმდევი შედეგით სიკვდილს, ვინც ხელი მოაწერა ვალერი გელაშვილის ცემას, ვინც ხელი მოაწერა გირგვლიანის საქმეს. დაკვეთის შემთხვევაში, რომელიმე რომ მომკვდარიყო, ხომ გირგვლიანის ქეისი იქნებოდა? უბრალოდ არ შემოაკვდათ არც ერთი, არ გაუგირგვლიანდათ. სახელმწიფოს შინაარსის შემოქმედი ერთი და იგივე ფენაა. ამ შემთხვევამ, რომ იმსხვერპლოს ხელისუფლება, ადეკვატური პოლიტიკური ფასი იქნება, მაგრამ მერე ისევ მხოლოდ ფასადი, ხელისუფლების გარე შემადგენლობა შეიცვლება და მეტი არაფერი, სხვა ხელისუფლება მოირგებს ამ სისტემას, თუ მთლიანად ეს სისტემა არ დაისჯება. ეს ჩანაწერები ხომ იმან გამოაგორა, ვინც ადრე იგივე გუნდში იყო, წლობით ინახავდა, მაგრამ დღეს უკვე გაბრაზდა და სახეზე ფერ-უმარილის შეცვლა უნდა, ის ხომ თავის თავს არ სპობს, ხვალ ხომ იგივეს გააკეთებს?

ალია

თეგები: ზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved