• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბექაურის უწყება რადიოებს დახურვის საფრთხეს უქმნის

ალია ავტორი - ალია
02:49 06-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

“საქართველოს კომუნიკაციების კომისია” რადიომაუწყებლებისთვის კრიზისულ პერიოდში, კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის პირობების ცვლილებას გეგმავს და რადიომაუწყებლებს პროექტის სამუშაო ვერსიას უგზავნის, რომლიდანაც ირკვევა, რომ თუ პროექტი მსგავსი სახით დამტკიცდება რადიომაუწყებელთა უმრავლესობას დახურვა ემუქრება. ამის შესახებ რადიო “ჰერეთი” წერს:

კახა ბექაურის ხელმოწერილ წერილს, წინ უძღვოდა ქვეყნის 40-მდე რადიომაუწყებლის მიმართვა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის, ეკომომიკისა და ფინანსთა სამინისტროების, კომუნიკაცების კომისიისადმი, სადაც რადიომაუწყებლები პოსტპანდემიის პირობებში გარკვეული ღონისძიებების გატარებას ითხოვდნენ. 

რადიოს სარეკლამოს ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგალითად 2013 წელს რადიოს საერთო შემოსავლები 10 მილიონი დოლარი იყო, 2019 წელს კი 3 მილიონამდეა. Covid19 – ის პირობებში სხვა ბიზნესებთან ერთად, რადიომ ბოლო 3 თვის მანძილზე შემოსავლებში მნიშვნელოვანი კლება განიცადა, სწორედ ამიტომაც ხელისუფლებისგან საქართველოს რადიომაუწყებლები გადასახადებისა და იჯარის შემცირებას და მთელი რიგი იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში პანდემიის და პოსტპანდემიის კრიზისულ პერიოდში იქნა გამოყენებული. 

ხელისუფლების არცერთი შტოს წარმომადგენლი ამ დრომდე არ გამოხმაურებია რადიოების თხოვნას. 

„სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ დირექტორის რამაზ სამხარაძის თქმით, როდესაც ყველა დემოკრატიული ქვეყანა ეხმარება მედიაბიზნესს, მათ შორის ყველაზე მოწყვლად სექტორს რადიოს, ამ ფონზე კომუნიკაცების ეროვნული კომისიის პროექტი აბსოლუტურად არაპროფესიული, დილეტანტური და გაუაზრებელი და ცხადია გამაღიზიანებელია. მისი თქმით, აღნიშნული ყველა არსებულ თუ მომავალ რადიომაუწყებელს საფრთხის ქვეშ აყენებს და მას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებთან. 

„ეს არის მავნებლობა.ისედაც მწირ, გაუბედურებული ქვეყნის სარეკლამო ბაზარზე, აღნიშნული პროექტით ფაქტობრივად რადიოსადგურების ხარჯები გაათმაგდება და ამ პირობებში მაუწყებლობა საერთოდ შეუძლებელი გახდება თუ ძალიან დიდი ფული არ გაქვს. ეჭვი მაქვს რომ ვიღაცეებისთვის ველი სუფთავდება. რომელ მედიაპლურალიზმზე და მედიაღირებულებებზე ვსაუბრობთ?! კახი ბექაური, რომელიც გამდიდრდა ახალი ხელისუფლების პირობებში ამ პროექტით გვეუბნება ქუდი დაიხურეთ და სახლში წადითო. ჩვენ გავაპროტესტებთ ყველა კანონიერი გზით, ყველა დონეზე და რა თქმა უნდა საქმის კურსში ვამყოფებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“ 

40-მდე რადიომაუწყებელმა, კახი ბექაურის უწყებას პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული შენიშვნები უკვე გაუგზავნა და საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები და არასამთავრრობო სექტორის წარმომადგენლები. “მედია კოალიციამ” უკვე გაავრცელა განცხადება კომუნიკაციების კომისიის პროექტთან დაკავშირებით: 

„ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, გავეცანით კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტს – კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე. დოკუმენტს კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს. 

განცხადების თანახმად, იგი შემუშავებულია შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: 

– ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად, რაციონალურად და ოპტიმალურად გამოყენება; 
– დასახლებული პუნქტების მაქსიმალურად მოცვა რადიომაუწყებლობის სიგნალით; 
– კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების თანმიმდევრული გამოცხადება; 
– მოქმედი კერძო საეთერო რადიომაუწყებლების სამაუწყებლო არეალის გაფართოება და აღნიშნულ ბაზარზე ახალი მაუწყებლების შემოსვლა. 

გამომდინარე იქედან, რომ კომისია მიესალმება დაინტერესებული მხარეების მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობას – გვაქვს მაღალი მოლოდინი, მოხდება შემოთავაზებული პროცესის შეჩერება და სამომავლო გეგმების მნიშვნელოვანი კორექცია. გამოვთქვამთ წუხილს, რადგან გამოქვეყნებულ პროექტში ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რადიოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მომზადება. ის ნამდვილად განსაკუთრებული სიკეთეა და წარმოადგენს რადიო სექტორში პლურალიზმის შექმნის ყველაზე ლოგიკურ და საჭირო ეტაპს. 

ამავე დროს, პროექტში არ არის საჯარო მითითება იმის თაობაზე, რომ რეგულირების თუ სამომავლო ცვლილებების დასახვის პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება covid19-ით გამოწვეული ცვლილებების ფონზე. ჩვენ ვფიქრობთ, პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური რყევები არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა.გვსურს, სწორედ ამ გადასახედიდან, დამატებითი და არსებითი ფაქტორების ფონზე, დაგანახოთ რადიომაუწყებლობის გადარჩენის და განვითარების საჭიროებები. 

ამ ეტაპზე, ჩვენ ვეყრდნობით გავრცელებულ მცირე ინფორმაციას, ასევე რადიომაუწყებლობებთან კომუნიკაციაში მიღებულ მონაცემებს და დასაწყისშივე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ რადიოსექტორის პოზიციას. სექტორი სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათ ელოდებათ ახალი ფინანსური დანახარჯები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმის ნაცვლად. 
ვფიქრობთ, რადიოსიხშირეების საკითხებზე მსჯელობისათვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საერთაშორისო რადიო სიხშირეების მინიჭების გეგმა – ციფრული მიწისზედა ტრანსლირების ქსელისათვის რადიო და სატელევიზიო პროგრამებისათვის – Geneva 2006 (GE06), რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ. 

ზონალური დაყოფის მიზანი კი ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ამოცანის შესრულებაა და არ უნდა მოხდეს ამ ინსტრუმენტის აღრევა სხვა გადაწყვეტილებებში. 

ჩვენთვის ნათელია, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ ეხება რადიომაუწყებლობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. შესაბამისად, ციფრული ზონალური დაყოფის მოშველიება და რადიოგავრცელების შუალედური ცვლილებაც სრულიად შეუსაბამო და არარელევანტურია დღეისათვის. მით უფრო უშედეგო იქნება ამგვარი თადარიგი 2028 წლისათვის. 
სამწუხაროა, რომ კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილების პროცესი არ მომდინარეობს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნებიდან. 

ჩვენ გვაფიქრებს ის გარემოება, რომ კომისია აპირებს 2021 წლიდან ახალი ზონალური დაყოფისა და ახალი პირობებით წარმართოს სალიცენზიო კონკურსები. მსგავსი ცვლილება მიუღებელია. კომისიის ამოცანა უნდა იყოს რადიომაუწყებლებისათვის არსებული ლიცენზიების ვადის გაგრძელება მოხდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღამდე. 

გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, სახელმწიფოს აქვს დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ტელემაუწყებლების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დაგეგმვისას. 

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის დროებითი საკონსულტაციო ორგანოს- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს მუშაობას. ვამაყობთ, რომ კოლეგებთან ერთად სწორედ ამ ფორმატით გავხდი თანამონაწილე შეგვექმნა მედიაპლურალიზმი სატელევიზიო სფეროში. 

გთავაზობთ, რადიო მაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ დაიწყოს უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე მუშაობა. 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების მოთხოვნაა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის, საანძო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო (მათ შორის,ITU ) ექსპერტების და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით. 

ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ კვლავაც მივიღოთ მონაწილეობა ამგვარი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში. გვჯერა, ამგვარი დაგეგმარებით შესაძლებელი იქნება ვიზრუნოთ რადიო სექტორის გადარჩენაზე და შევუქმნათ მათ სათანადო პირობები განვითარებისათვის. 

ამავე დროს, კოალიცია აუცილებლობად მიიჩნევს კონსულტაციებისათვის პროცესში ჩაერთოს ჩვენი საიმედო პარტნიორი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”- ნათქვამია განცხადებაში. 

კომუნიკაციების კომისია ახალი პროექტის განხილვას 15 ივნისს გეგმავს.

რადიო ,,ჰერეთი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved