ბუკა პეტრიაშვილი დეპუტატ, ბექა ოდიშარიას მიმართავს:
„ბექა ოდიშარია!!!!! როდემდე ივლი რობოკოპებს ამოფარებული?!!! ეკას და ჩვენი შვილების შეურაცხყოფით ძალიან სერიოზული წითელი ხაზი გადაკვეთე! არ გიშველის მერე სკამზე ამხედრებული ახალი ხელისუფლების სადღეგრძელოებიიი.
მეზიზღება ამ ფბ ით კომუნიკაცია, მაგრამ ეხლა ეგრეა საჭირო! შე მართლა ირაყლისთავა შენ!“
შეგახსენებთ, ოდიშარიამ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს Facebook პოსტით მიმართა.„ათასს კვერცხზე გადამჯდარო მიშველაძევ,
“ამხანაგოთი” შეგიძლია, ნაღდად, თავისუფლად მიმართო ნახევარ თბილისს.
გილოცავ “ამას ყველაფერს” ამხანაგო.
თქვენი შვილების ჯანში იყოს “ თქვენი მორალი”.
პ.ს. იოზეფმა( გებელს) , მაგდას, ( მეუღლეს) ექვსივე(შვილი)ს მოწამვლა უბრძანა ( …ნუ მინიმუმ სამი გადარჩა…)
სჩანს არ შეუსრულა მაგდამ იოზეფს და ჰელგადან დაწყებული H ზე , ჰიტლერის ხათრით დარქმეული, სახელდებული “უმანკო”(ზოგიერთნი) არსებები, ფაქტია გადარჩნენ….
გაგრძელება (სამწუხაროდ) იქნება.“
ცნობისთვის, 10 მაისს ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ეკა მიშველაძემ გამოიყენა მიმართვა: “ამხანაგო”.














კომენტარები