29 აგვისტოს, ისტორიაში პირველად საკუთარ ტერიტორიაზე ბელარუსმა რუსული კამიკაძე დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინული და ბელარუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობებით, 29 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებისკენ გაშვებული შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონებიდან ერთ-ერთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და, კერძოდ, იელსკის რაიონში შეფრინდა.
დრონი ბელარუსის საჰაერო ძალებმა 20-წუთიანი დევნის შემდეგ ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალებმა საკუთარ ტერიტორიაზე ნამდვილი სამხედრო სამიზნე – რუსული, შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს.
კომენტარები