• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვი იყო პედოფილის მსხვერპლი და გამოიყენა დანა – ეს ერთადერთი გზა ჰქონდა” – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
16:35 08-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
დაჭრა შსს
Facebook-ზე გაზიარება
197

რუსთავის საქალაქო სასამართლო 16 წლის მოზარდის საქმეს იხილავს, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა – არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

ბრალდებული 16 წლის მოზარდი 50 წლის კაცის მკვლელობას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული სექსუალური ძალადობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა. იგივეს ამტკიცებს დაკავებულის ოჯახი და სახელმწიფოს გვერდით დადგომას სთხოვს.

მივმართავ სახელმწიფოს, რომელმაც იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. მივმართავ საზოგადოებას, განსაკუთრებით მამებს – მხარი დამიჭირონ, რადგან არავინ არ იცის, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდება მისი შვილი. ჩემი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო, გთხოვთ დამიდგეთ გვერდით”, – ამბობს 16 წლის მოზარდის მამა. 

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დაკავებული მოზარდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

ადვოკატი ასევე ითხოვს ბრალის (განზრახ მკვლელობის) გადაკვალიფიცირებას.

პროკურატურის პოზიცია და თვითონ ბრალდება ძალიან არასამართლიანია. უდანაშაულო ბავშვს დღეის მდგომარეობით ედავებიან არა გადაცილებას, არამედ პირდაპირ მკვლელობას და ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხელოვნურად ამძიმებენ არასრულწლოვანი უდანაშაულო ბავშვის სამართლებრივ მდგომარეობას. პროკურორებმაც იციან, სასამართლომაც იცის, რომ არის მოძალადე პედოფილის მსხვერპლი და მოზარდი მოქმედებდა სუფთა აუცილებელი მოგერიების პირობებში, რადგან ბავშვი ვერ იტყვის, რომ მოდი 10-ჯერ გამაუპატიურე და მერე მივხდები, რომ შენ მოძალადე პედოფილი ხარ.  მან თავი დაიცვა, გამოიყენა დანა, ვინაიდან ჩაკეტილ სივრცეში იყო, ვერ გადახტებოდა მეოთხე სართულიდან და ეს ერთადერთი გზა ჰქონდა”, – ამბობს ადვოკატი. 

ტვ პირველის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სასამართლოს ჩვენება მისცა დაკავებული ბიჭის ასევე არასრულწლოვანმა ძმამ, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილ კაცს სექსუალური ძალადობის მცდელობა მასთანაც ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved