უმრავლესობის დეპუტატის ნუკრი ქანთარიას თქმით, სკოლებში სამხედრო გაკვეთილები უნდა დაბრუნდეს.ქანთარია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვებმა იცოდნენ რუკა და იარაღთან სწორი მოპყრობა.
“ძალიან კარგია, რომ თქვენ სკოლებში შეხვედით და სამხედრო გაკვეთილები ჩვენს თაობას ახსოვს, რომ გვქონდა ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულო, თუნდაც პირველი სამი თვე და მერე, თუ უნდა, ბავშვი გამოვიდეს, მაგრამ თავიდან იყოს ეს სავალდებულო და დაინახოს ინტერესი. მე მგონი, თუ საინტერესო იქნება ეს აუცილებლად დარჩება, მეორე მხრივ ეს ვეტერანებს შეუწყობს ხელს, რომ ისინი დასაქმდნენ და შევიდნენ სკოლებში. ბავშვმა ისწავლოს რუკა, იარაღთან სწორი მოპყრობა და არა ის, რომ გაიზრდება ჩაიგდებს ხელში და მერე რამდენი მსხვერპლი ხდება”, — განაცხადა ქანთარიამ.
კომენტარები