ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი, დავით ნემსაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბატონო გიორგი თქვენ კომპეტენცია გაკლიათ
ხალხს რომ მოუწოდებთ საზოგადოებრივი თვითშეგნებისკენ თქვენ სახელმწიფოებრივი შეგნება გყოფნით?
ის რასაც ახლა აკეთებთ ხალხის სიყვარულით კი არ ისტერიული შიშით მოგდით.
თქცენ ხალხის რჩეული არ ხართ ანგარიშს ერს კი არა შუშის სასახლის მბრძანებელს აბარებთ, დაგიდგათ დრო თქვენი ძალაუფლების აღსასრულის.
მილიონები ვერ გშველით, სიკვდილი ყველა კაცის კარზე აკაკუნებს, თუმცა განსხვავებით თქვენგან მილიარდელებისგან ღარიბებს სიკვდილითან ყოველდღიური შეხება გვაქვს.
ჩემ ერს თქვენი სიღორის გამო დასაკარგი მშობლიური მიწის გარდა არაფერი დარჩათ,
ღარიბი კაცი შეიძლება მოკვდეს: შიმშილით, უსამართლობით დარდით და უპატრონოდ მაგრამ მას უფლება აქვს მის მშობლიურ მიწაზე დაიკრძალოს ზუსტად თქვენ და თქვენი მბრძანებრლი გეგმავდით ქართველი კაცისთვის წაგერთვათ მშობლიური მიწა, მიგეყიდათ იგი გადამთიელისთვის, ერს უკანასკნელ უფლებას ართმევდით საკუთარ მიწაში დამარხულიყო.
სწორედ თქვენ და შუშის სასახლის ,,მეუფე” აპირებდით ახალგაზრდა თაობაზე გაგეყიდათ მარიხუანა მოგეხდინათ მისი კულტივირება და ლეგალური რეალუზება ასე აპირებდით ახალი თაობის გვამებზე მიგეღოთ შემოსავალი.
არ მჯერა თქვენი პატიოსანი ნების ანგარებიანი კაცი ხართ, პერსონა არსაიდან. შუშის მეფეს ახასიათებს არარაობების რაობად ქცევა.
თქვენ ხალხს არ უნახიხართ ოპოზიციურ ბრძოლაში, ხელისუფლებიდან საზოგადოების სიყვარულის მოპოვება ძნელია, მეხოტბეები კი ნომეკლატურულად ერგება მმართველს.
გეშინიათ ხალხის რომლებმაც შეიძლება დაგამხოთ და ეს შესაძლოა მოხდეს გლობალური შიმშილის სიკვდილიანობის ან სხვა უკმაყოფილების ფონზე დიახ თქვენი შიში საფუძვლიანია.
როცა იცი რა დანაშაული მიგიძღვით ერის წინაშე უნდა გესმოდეს რომ მის წინაშე განგების ნებით მოგეთხოვება.
კარგად იცოდით რომ ვირუსი ხელოვნური და საბრძოლო ხასიათის იყო მიუხედავად ამისა უკანასკნელ დღემდე არ დაკეტეთ საზღვრები ივანიშვილის ბიუჯეტს რომ გასავალი არჰქონოდა. საზოგადოებას ატყუებდით რომ თვითიზოლაცია გამოსავალი არ იყო.
ჯერაც არ გამოგიცხადებიათ კარანტინი არმიის საბრძოლო ბრიგადების მხოლოდ 50% გადაიყვანეთ ყაზარმულ მდგომარეობაზე 50% კი შვებულებაში გაუშვით რომ მათი კმაყოფის ფული დაზოგოთ.
თქვენ დაასუსტეთ ქართული არმია, დღეს ჯარში არ მოიპოვება იმხელა რესურსი ქვეყნის მაშტაბით კომენდატის საათი უზრუნველყოს და პატრულირება განახორციელოს, ცნობისთვის შეგახსენებ რომ საქართველო მარტო თბილისი არ არის.
თქვენმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო იტალიაში საქართველოს საელჩოში სუფრის ფანოღის დანიშვნას, ჩემმა სეხნიამ გვარად გომართელმა იტალიის ქართული ემიგრაცია სწორედ მაშინ მიატოვა როცა მათ უჭირდათ, რუსეთი სომხეთის რეისის გავლით როგორც ვირთხა ისე შემოძვრა საქართველოში და თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა.
არ გსურთ ემიგრანტების უკან მიღება გეშინიათ იმ ხალხის ვისაც ევროპული ღირებულებების სახელით ვერ მოატყუებთ.
ერს მთავარსარდლის არჩევის უფლება წაართვით და ,,მადამ პამპადური” შეტენეთ რომელსაც საქართველო ვციტირებ ,,სადაც გათხრი იქ რომ ჩათხრი” მხოლოდ ეს ჰგონია.
ქართველი ერი ღირსების გამო მზად იყო მომკვდარიყო თქვენ ღირსეული სიკვდილის უფლებაც წაართვით.
იტალიამ და იტალიის ქართულმა ემიგრაციამ საქართველო ტოტალური შიმშილისგან იხსნა მათ ბიუჯეტში 50 მილიონი შემოჰქონდათ, იმის ღირსებაც არ გეყოთ საქართველოს მადლიერი ერის სახელით მინიმუმ ხუთი მოხალისე ექიმი მაინც გაგეგზავნათ იტალიაში.
თქვენ არც ერი და არც მისი ღირსება არ გადარდებთ თქვენ ხომ ვაჭრები ხართ თქვენი სამშობლო კი იქაა სადაც მონაგებს იშოვით.
რა მნიშვნელობა აქვს კორონა მოგკლავს შიმშილი თუ უსამართლობის განცდა.
ნაომარი ბიჭები ჯარიდან გაყარეთ სარეცელის კახპა გენერლად დაასვით თავზე ვეტერანებს, ბოლო ბოლო ხიდაშელით წაბილწეთ არმია, ჯარს სათავეში ის კაცი ჩაუყენეთ ვინც ომის დროს 1 ლარად იფორმებდა მიწებს კოჯორ-ტაბახმელაში და ახლა კომენდატის საათის გამოცხადებას ვერ ბედავთ რადგან საამისოდ არც რესურსი და არც კომპეტენცია არ გყოფნით.
თქვენ მეხოტბეთა გასაგონად ვიტყვი არც ნაცი ვარ და არც ქოცი ჩემ სამშობლოს ათი წელი ვემსახურე არმიაში, მტერთან ბრძოლაში დავკარგე უახლოესი მეგობრები და ნათესავები, გამოვიარე ბომბების წვიმა შევწირე ჯანმრთელობა და მინიმუმ რასაც ვამბობ ამის თქმის მორალური უფლება მაქვს.
P.S.ცუდი საქმელია მაგრამ მშიერი ხალხის იმედი მაქვს შიმშილის გრძნობამ სხვანაირი შტურმი იცის.
რა დრო დაგიდგათ ძალაუფლებას ფულით ვერ ყიდულობთ რადგან სიცოცხლე უპირატეს არს, აი სწორედ აქ არის ღმერთი.
უბრალო ხალხს ვთხოვ #გააზიარონ ეს მიმართვა ჩვენი ძალა მართალ სიტყვაშია და არა ფულში.”
კომენტარები