არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია კლუბის“ დამფუძნებელი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ბატონო გახარია, მე პრობლემა არ მაქვს არც ახალი ტანსაცმელი მინდა და არც ფეხსაცმელი, მაგრამ შვილი მყავს 6 წლის, რომელსაც შარშანდელი დაუპატარავდა (მოგეხსენებათ იზრდებიან ბავშვები წლიდან წლამდე) და რა ვქნა სად ვუყიდო? თუ ირბინოს ტიტლიკანამ?
რატომ არ შეიძლება ის ტანსაცმლის მაღაზიებიც გაიხსნას, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩიდან და ცალკე?”
კომენტარები