• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბატონმა ბადრიმ იმ დროს შეუძლებელი შეძლო და თითქმის 14 წლიანი განშორების შემდეგ ვიქტორ სანეევი მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა – რას იხსენებს სპორტული ჟურნალისტი?

ალია ავტორი - ალია
19:15 01-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

პირველი არხის ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე ვიქტორ სანეევის საქართველოში სტუმრობას და მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში იხსენებს:

„ლეგენდარული ვიქტორ სანეევის 60 წლის საიუბილეო თარიღი ბადრი პატარკაციშვილის ძალისხმევით თბილისში გრანდიოზულად აღინიშნა…იყო მღელვარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეძლებდა თუ არა თავად იუბილარი აქ ჩამოსვლას, მაგრამ ბატონმა ბადრიმ იმ დროს მართლა შეუძლებელი შეძლო და თითქმის 14 წლიანი განშორების შემდეგ ის მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ რადგან ბატონი ვიქტორი ბატონი ბადრის პირადი სტუმარი გახლდათ ყველანაირი ექსკლუზივი ტელეკომპანია იმედის იქნებოდა, თუმცა მე მაინც წინასწარვე თადარიგი დავიჭირე და ბატონ ემზარ ზენაიშვილს ვთხოვე თუნდაც 15 წუთით მისი ჩაწერის საშუალება მოეცათ.იმ დროს საქართველოს რადიოს ლევან გახელაძე ხელმძღვანელობდა და როდესაც ამ საიუბილეო ღონისძიებების შესახებ ვსაუბრობდით მითხრა იქნებ შევძლოთ და ყველაზე პირველად ჩვენთან რადიოს პირდაპირ ეთერში მოვიდეს სტუმრადო…სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა, მაგრამ ისევ ბატონ ემზარს ვთხოვე ეს დეტალი ბატონ ბადრისთან შეეთანხმებინა და ამდენი წლის შემდეგ ასე საჯაროდ ვიტყვი პირველად ბატონმა ბადრიმ რადგან ელენესთან მიდის პირდაპირ ეთერში პრობლემა არ არისო…დაიწყო გადაცემა..ყველანი ვღელავდით და განსაკუთრებით ბატონი ვიქტორი, ასე მგონია შეჯიბრიდან ჩამოვედი და ისე როგორც მაშინ ხდებოდა პირდაპირ ტელევიზიაში მოვედიო…დიახ ესეც ერთგვარი შეჯიბრი იყო…მსმენელია ხაზზეო რეჟისორმა და ეთერში გაისმა ქალბატონის ხმა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული რუსული აქცენტით საუბრობდა…ეტყობოდა ღელავდა…ეტყობოდა, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა და უცებ სტუდიაში ისმის ქალბატონ იანას ვიქტორის მეუღლის გაოგნებული შეძახილი…ქალბატონმა იანამ ამ ხმაში მათი სოხუმელი კარის მეზობელი შეიცნო და…მერე ის რამდენიმე წუთი ეთერში რა ემოცია იყო თავად წარმოიდგინეთ, საქართველოს რადიო აქაც პირველი იყო…მის ეთერში სოხუმიდან საუბრობდნენ…ლეგენდა ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა…“ – წერს ელენე ბილიხოძე.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved