ბათუმში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის წინ კაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები