შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.
სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.














კომენტარები