ბათუმში, სასტუმრო “ლ. ბაკურში” გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი შენობის მეექვსე სართულზე გაჩნდა და სახანძრო სამსახური ამ დროისათვის მის ჩაქრობას ცდილობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. შენობაში იმ დროისათვის 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანმა სასტუმრო დროულად დატოვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია
კომენტარები