• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
11:37 07-19-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

დაკავებულია პირი, რომელმაც ბათუმის ცენტრში 40 წლამდე მამაკაცს ხუთი ტყვია ესროლა და ადგილზე მოკლა. მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი 22 წლისაა. როგორც “პირველებმა” გაარკვია, არსებობს ვერსია, რომ ის დაქირავებული ქილერია, რომელიც დამსვენებლებით გადავსებულ ქალაქში შეიარაღებული დადიოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი თურქულ დაჯგუფებებს შორის, გავლენების გადანაწილებას უკავშირდება და  თურქ მამაკაცზე შური სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესის გამოიძიეს.

ბათუმში ამბობენ, რომ ქალაქი კრიმინალური გარჩევების ბუდედ იქცა. ზუსტად იგივე რესტორანში თურქ მოქალაქეებს შორის სისხლიანი გარჩევა იყო დაახლოებით ერთი წლის წინაც. მაშინ ადგილზე ოთხი ადამიანის ცხედარი ნახეს.

“პირველების” გადამღები ჯგუფი რესტორან “გრილში” იმყოფებოდა.

თავისებური გარჩევა იყო. ხშირად არ არის, გასულ წელს იყო ჩვეულებრივად შემოსული ტურისტი და ესროლეს და ჩვენი რა ბრალია” – ამბობს  “გრილის” თანამშრომელი.

არასრულ ორ წელში, ბათუმში შვიდი მკვლელობა, ასზე მეტი დაჭრა და კრიმინალური გარჩევები მოხდა “პირველები” დაინტერესდა, რას აკეთებს ამ დროს შსს და  ამ კითხვით რესტორან “გრილთან” ახლომდებარე პოლიიციის განყოფილებას მიმართა, თუმცა პოლიციელებს ეძინათ. ამის ამსახველი კადრების “ტვ პირველის” გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო.

რესტორანი “გრილი”, სადაც გასროლა მოხდა, თურქ ბიზნესმენ დერქან ბაშერს ეკუთვნის. საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ეს უკანასკნელი თამაშების ბიზნესთანაც არის დაკავშირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ბათუმში მომხდარი სროლის სამიზნე სწორედ ბაშერი იყო, თუმცა ის მაშინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ბათუმში ამბობენ იმასაც, რომ დერქან ბაშერს გარკვეული კვეთა აქვს ბიზნესმენებთან, გალიფ ოსთურქსა და ვეისელ შაჰინთან. შაჰინი მსხვილ ტოტალიზატორს ფლობს. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ დღეს მომხდარი მკვლელობა ბიზნეს წილების გადანაწილებას უკავშირდებოდეს.

მომხდარზე განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved