ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი ამოასვენეს.
იქამდე, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა. მათ შორის იყო დედა-შვილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
კომენტარები