16 ივლისს, დილით, ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა არხში გადავარდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.
ხახულის ქუჩაზე, ბათუმის მერიის დაკვეთით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარები