ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.
ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში.
ინფიცირებული ექთანი ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
კომენტარები