ბათუმშიდაანგრევენ 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სახლის დემონტაჟისთვის გამოყოფილია 500 ათასამდე ლარი.
“ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს 26 მაისის ქუჩა #13-ში არსებული კორპუსის დემონტაჟის სამუშაოები. სრული დემონტაჟის ვადად განსაზღვრულია 5 თვემდე პერიოდი. მოსახლეობა გადაყვანილია ალტერნატიულ ფართებში”, — ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია














კომენტარები