ბათუმში, სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შვიდ მოსწავლეს ხელებზე ჭრილობები აქვს. ინციდენტი საგაკვეთილო პროცესი დროს მოხდა. ფაქტს ბათუმის რესურსცენტრიც ადასტურებს.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოზარდებმა ჭრილობები ხელებზე მიიყენეს.
მოსწავლეები მშობლებთან ერთად საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
კომენტარები