• რეკლამა
  • კონტაქტი
18:14, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმში, 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ალია ავტორი - ალია
18:03 01-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმში, ჯავახიშვილის №47-ში მცხოვრებ ოჯახებს გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელი სახლების დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დაზიანებულია საყრდენი ბოძი. ბზარები 24 დეკემბერს შეამჩნიეს, მიმართეს მერიას და ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ღამით 11 საათზე მივიდნენ და უთხრეს, რომ ფართები დროებით უნდა დაეცალათ. 

​”მდგომარეობა ძალიან მძიმეა, 24 დეკემებერს გასკდა საყრდენი კედელი. მივმართეთ ზემდგომ ორგანოებს, მერიას, საკრებულოს, გადაიგზავნა თბილისში ექსპერტიზის ბიუროში. ახლა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა დასკვნა იგვიანებს. მერიამ ორი სადარბაზოს მცხოვრები ოჯახები გამოგვიყვანეს, გვითხრეს, რომ ქირით გავსულიყავით საცხოვრებლად და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდებოდა საკითხი. ბევრს ჯერ ქირითაც არ უნახავს ბინა, შევეცდებით ვიპოვოთ და გადავიდეთ. მე ჩემი ოჯახი 24 დეკემბრის შემდეგ გაყვანილი მყავს ქირით. მიზეზი რა არის კედლის გახეთქვის არ ვიცი, ველოდებით დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს შეიძლება თუ არა აქ ცხოვრება. ჩემი აზრით ეს არის ამორტიზირებული შენობა და სავარაუდოდ იშლება”- ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი გურამ საგინაძე.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. ოჯახები დროებით ნათესავებთან გავიდნენ და საქირავებლად ბინას ეძებენ. ქირის თანხას კი ბათუმის მერია გადაიხდის. 

სახლს ოთხი სადარბაზო აქვს, ამ ეტაპზე პირველი და მეორე სადარბაზოს მცხოვრებლებს მოუწიათ ბინების დატოვება. მოქალაქეების თქმით, ოჯახების ნაწილი ჯერ კიდევ ბინაში რჩება, რადგან წასასვლელი არ აქვთ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved