• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბათუმის სკოლის ამბავმა შემძრა! ასწავლეთ შვილებს “არა”!” – დინა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
11:54 10-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ბათუმში მოზარდების მიერ მოზარდის მიმართ განხორციელებულ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმიანება მწერალი დინა მირცხულავა.  მისი თქმით, ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია, ბავშვს მოძალადედ აყალიბებს. 

“ასწავლეთ შვილებს “არა”.არ მოგესმათ, ა ს წ ა ვ ლ ე თ !ხშირად მომისმენია ახალგაზრდა დედებისგან : – ჩემს შვილს არაფერს ვუკრძალავ.(აუკრძალეთ !)- თუ ვერ ვუხსნი -რატომ არ შეიძლება, არ უნდა დაუშალოთ.(რა სისულელეა, რამდენ ისეთ რამეს ვერ ვხსნით, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება).- მე თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს.(მეც…. მაგრამ ანარქიაში ნუ გადაუვა).გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის და ხელ – ფეხს მოატეხავს.არა, არ დასაჯოთ ( უფრო სწორად, გააჩნია, რა ასაკშია), მაგრამ ასწავლეთ, რომ  – არა, არა, არა, ასე არ შეიძლება.”აინტერესებს შიგნით რა არის” – ამ მოტივით ნუ გაგეცინებათ ამაზე.სანამ პატარები არიან, უკონტროლეთ სოციალური ქსელები, სამეგობრო წრე, მიმოწერა – ამ უკანასკნელში ჩანს ყველაზე კარგად მათი ხასიათი.უთხარით “არა”, ხშირად უთხარით და არავითარ შემთხვევაში არ გადათქვათ მერე ეგ თქვენი “არა”.მაგალითისათვის : პარკში გამყავს ხოლმე ილიანა და ვაკვირდები ფრანგ დედებს ( აქ ვცხოვრობ და აქაური მაგალითი მომყავს), გაგიკვირდებათ და შვილებს მკაცრად ზრდიან ამ “გარყვნილ” ევროპაში და რაიმე უმნიშვნელო მიდრეკილებას თუ შეატყობენ, ფსიქოლოგთან მიარბენინებენ.- მე ვთქვი, არა ! – ხშირდ გაიგონებთ ამ წინადადებას ფრანგი დედებისგან.ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია – ბავშვს მოძალადედ აყალიბებს და აყალიბებს.”არა” , “არ შეიძლება”, “გიკრძალავ” რომ არ იციან, ეგ ბავშვები სჩადიან მერე მკვლელობებს,  წიხლავენ  თანატოლებს და სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს.ბათუმის სკოლის ამბავმა შემძრა…. სად გავიქცე და სად გავექცე ამდენ ამბავს აღარ ვიცი,”- წერს დინა მირცხულავა.
ცნობისათვის, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 13 წლის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აღნიშნულის ამსახველი ვიდეო გადაუღეს, შემდეგ კი გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved