ბათუმის სანაპიროზე კაცს სკუტერი შეეჯახა – AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, დაშავებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. კაცს ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.
ადგილობრივ გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ, პაციენტს კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დასჭირდა, რის გამოც მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.
ექიმების ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
კომენტარები