• რეკლამა
  • კონტაქტი
03:01, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ალია ავტორი - ალია
11:07 01-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

გიორგი ერმაკოვის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, საქმეში არანაირი დანაშაული არ იკვეთება, ეს არის მხოლოდ სამოქალაქო დავა და არა სისხლის სამართლის დანაშაული.

„გიორგი ერმაკოვი იყო ბათუმის მერი. ედავებიან, თითქოს ბათუმის მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად გაფლანგა ბათუმის მერიის კუთვნილი თანხები. კერძოდ, უნდა აშენებულიყო ე.წ. იაფი სახლი, რომლის აშენებაც ვერ განახორციელა სამშენებლო კომპანიამ. პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ ჩათვალეს, რომ თითქოს ამაში ბრალი მიუძღვით ერმაკოვს და სხვა თანამდებობის პირებს. რეალურად გამოძიება მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში. ჯერ იძიებდა ფინანსური პოლიცია, შემდეგ პროკურატურა. დაახლოებით 17 ტომია ეს საქმე. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება. გაფლანგვა გახლავთ ბუნებით განზრახი დანაშაული, შესაბამისად, უნდა დასტურდებოდეს უტყუარად დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი. არც ერთი და არც მეორე არ დასტურდება. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, წარმოიდგინეთ, ვიქირავეთ სამშენებლო კომპანია სახლის ასაშენებლად, ამ სამშენებლო კომპანიამ სრულყოფილად არ შეასრულა ვალდებულება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმთავითვე არ გვინდოდა აშენება. არათუ გიორგი ერმაკოვი, შვიდი ბრალდებულიდან არც ერთი არ აღიარებს, ფიზიკურად ვერ აღიარებენ არარსებულ დანაშაულს. ანუ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, დანაშაული ვინ ჩაიდინა, საუბარი იმაზეა, რომ არ არსებობს ამ საქმიდან გამომდინარე არანაირი დანაშაული. ანუ ეს ქმედება არის სამოქალაქო დავა და არა სისხლის სამართლის დანაშაული. თვეზე მეტია, ველოდებით განაჩენის გამოცხადებას და ექვსჯერ გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დამაფიქრებელია, მაინც ამ საქმის შინაარსიდან გამომდინარე ვიმედოვნებ, რომ მოსამართლე ერთადერთ დასაბუთებულ და კანონიერ განაჩენს გამოიტანს, რაც იქნება გამამართლებელი განაჩენი შვიდივე ბრალდებულის მიმართ. ვინაიდან არც ერთი მათგანის ქმედებაში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი გასული წლის 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved