უკვე 3 საათია, ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ. ნავსადგურის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის წინ უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ ბორანი, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი “სევასტოპოლი”, რომელიც ღია ზღვაში უნდა გავიდეს, აფეთქდება.
,,მთავარი არხის” ინფორმაციით, პორტის გარეთ იმყოფებიან გადამზიდავები, რომლებსაც ჩამოყვანილი ჰყავთ მანქანები, მათ შიდა ტერიტორიაზე არ უსვებენ და არც განმარტება მიუღიათ, რატომ არ უშვებენ შიგნით.
“შესვლა მინდოდა, მანქანა ჩამომივიდა და არ შეგიშვებთო… არ ვიცით, რა ხდება” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
კომენტარები