ბათუმის ბულვარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ კვების ობიექტს გაუჩნდა, რა დროსაც იქ სტუმრები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილიდან გაიყვანეს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები