ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი – გონგო, ნაცი, შმაცი, ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მათ ეს ფუნქცია ჰქონდათ. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, ისინი გონგოებიდან პროგონგოებად გადაიქცნენ, ანუ, ოპოზიციურ „ენჯეოებად“. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ბათუ ქუთელია არის, რომელიც წლების განმავლობაში ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ის იყო „ენჯეო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შესაბამის დოკუმენტში შეცდომა გაეპარათ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებას წარედგინა.
ამით ნათლად გამოჩნდა ის, რაც ყველამ ვიცოდით, რომ ბათუ ქუთელია არ არის არავითარი „ენჯეო“. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ნაციონალები „ენჯეოების“ სახელით საუბრობენ, ეს ყველაფერი მარტივად დადასტურდა“,- განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები