• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

BASSIANI: დავიკავებთ ქუჩებს – სრულ გამარჯვებამდე, დაიკავე ქუჩა შენც

ალია ავტორი - ალია
17:31 05-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

კლუბი BASSIANI ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც BASSIANI-ს განცხადებაშია აღნიშნული, ისინი უერთდებიან დღეს დაგეგმილ საპროტესტო მსველობას და უწყვეტ პროტესტს აანონსებენ.

“საქართველოში განვითარებული მოვლენები, საგარეო ვექტორის ცვლილება, უკანონო დაჭერები, ჩასაფრებები, ფიზიკურ თავდასხმები, ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, შანტაჟი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული ღირსების შემლახავი, ფაშისტური და შეურაცხმყოფელი კამპანია ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, რომელმაც სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, გადასულია დაშინების და ტერორის გზაზე. მიმდინარე დღეების განმავლობაში, რეპრესიული მეთოდების სამიზნე გახდა BASSIANI-ის არაერთი თანამშრომელიც, კლუბის ხანგრძლივი და ერთგული მეგზურები და მეგობრები, რომლებიც ახლა კანონო პატიმრობაში არიან. პირველ რიგში, მოვითხოვთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი და უკანონოდ დაპატიმრებული თითოეული მოქალაქის გათავისუფლებას. ჩვენი საზოგადოება არაერთხელ გამხდარა ასეთი ძალადობრივი მეთოდების სამიზნე, და ისტორიას კარგად ახსოვს, რომ ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, მმართველი პოლიტიკური კლასის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ, და ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხალხის გამარჯვებით სრულდებოდა. ასე იქნება ახლაც, რადგან ამჯერად, ყველაფერთან ერთად სასწორზე დგას ჩვენი მომავალი და საზოგადოების სრული უმრავლესობის ისტორიული არჩევანი, რომლის შეცვლას განხილვას არ ექვემდებარება – რუსული იმპერიალისტური ზრახვები და მისი აღვირახსნილი მმართველობა საქართველოში მარცხისთვისაა განწირული.

დღეს,11 მაისს, 19:00 საათზე, BASSIANI უერთდება საყოველთაო საპროტესტო მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან – ევროპის მოედნამდე, და როგორც ყოველთვის ახლაც, მიგვაჩნია, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში, არც დუმილის, არც უკანდახევის უფლება არ გვაქვს, რადგან დუმილისა და უკანდახევის უკან – მხოლოდ უფსკრულია. არ არსებობს შიში, ტერორი და რეპრესია, რომელსაც მომავლის ხედვითა და იდეით გაერთიანებული გაბრაზებული ხალხის წინააღმდეგობის შეჩერება შეუძლია. დავიკავებთ ქუჩებს, არამხოლოდ 11 მაისს, არამედ ყოველ მომდევნო დღეს – სრულ გამარჯვებამდე. დაიკავე ქუჩა შენც”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved