დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ¼-ფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და როჯერ ფედერერი შეხვდნენ. შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყო და გარდა იმისა, რომ დღეის მდგომარეობით ფედერერი მსოფლიოს მე-6 ჩოგანია, ბასილაშვილი – 42-ე, შვეიცარიელი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ჩოგბურთელად ითვლება.
ამის მიუხედავად, ბასილაშვილმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა და ტურნირის მთავარი სენსაცია გამოაცხო. ნიკამ მეტოქეს 3:6, 6:1, 7:5 მოუგო და ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება.
კომენტარები