„ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდების ყოფილ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს, ალბერტ ბენეიგსს 60-ზე მეტი ყოფილი აღსაზრდელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ბრალმდებლები ბარსელონაში მდებარე იმ საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან, სადაც ბენეიგსი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად მუშაობდა. კაცი ბრალდებებს უარყოფს.
ბენეიგსი, რომელიც ახლა 71 წლისაა, „ბარსელონას“ ახალგაზრდული სასწავლო აკადემიის მთავარი წევრი იყო 1991-2011 წლებში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა კლუბის საუკეთესო ფეხბურთელების აღზრდა, რომელთა შორისაც ანდრეს ინიესტა და ხავიც არიან.
კომენტარები