• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბარამიძე: რას მოგვცემს, პარლამენტის თუ სამთავრობო ცარიელ თუ სავსე შენობაში, შეჭრა და რეალურად რა შედეგს გამოიღებს…

ალია ავტორი - ალია
11:04 12-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მინდა ჩვენს გულწრლფელ მომხრეებს, გულანთებულ პარტიოტებს და ყველას ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, ჩემი ხედვა მოგახსენოთ კითხვაზე:
თუ რატომ არ აქვს აზრი, რამე სამთავრობო შენობაში (პარლამენტი კანცელარია ან სხვა) შეჭრას, განსხვავებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის სიტუაციისგან?
ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, მოღალატე პუტინისტების რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებლად, ოპოზიციის მოქმედების სწორი ტაქტიკის განსასაზღვრად და ბევრი ჩვენი გულწრფელი პატრიოტი მოქალაქისთვის, გარკვევით ასახსნელად, თუ რატომ არ აკეთებს (არც მოუწოდებს) ამას ახლა ენმ, ან სხვა ოპოზიციური პარტიები.
პირველ რიგში უნდა გავისხენოთ დღევანდელი და 2003 წლის განმასხვავებელი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ ის, რომ მაშინ იყო ისეთი პარლამენტი, რასაც ძირითადად, რეალურად, აკონტროლებდა მაშინდელი ოპოზიცია, ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით.
ნინო ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციით ქვეყანაში მე-2 უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც ვარდების რევოლუციის კრიტიკულ (მთავარ გადამწყვეტ) მომენტში თავი “პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად” გამოაცხადა.
გავიხსენოთ რა ვითარებაში და რატომ შევიდა მაშინ ხალხი, მიშას მეთაურობით, პარლამენტში?
გვახსოვს, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე იდგა ტრიბუნაზე, და მიმართავდა გაყალბებული არჩევნების შედეგად “არჩეული” ახალი პარლამენტის შემადგენლობას, რათა სიტყვის ბოლოს, ის უკანონო პარლამენტი, ძალაში შესულად გამოეცხადებია.
ასეთი იყო კონსტიტუციური წესი და პროცედურა.
როგორც კი იგი ამას გააკეთებდა, ძველი პარლამენტი (იურიდიულად, კონსტიტუციის შესაბამისად) დათხოვნილად და ახალი პარლამენტი ძალაში შესულად გამოცხადდებოდა.
სწორედ ამიტომ, ვარდით ხელში, მიშას ლიდერობით, მშვიდობიანი ხალხის, პარლამენტში შესვლამ, ეს პროცესი შეწყვიტა.
ყველას გვახსოვს, რომ შევარდნაძემ სიტყვა ვერ დაამთავრა, ვერ მოასწრო ძველი პარლამენტის დათხოვნილად გამოცხადება და სწორედ ამიტომ, როცა ის პარლამენტის ტრიბუნას და იქაურობას დაცვამ გაარიდა, ძველი (ფაქტიურად ოპოზიციური) პარლამენტის ოპოზიციონერმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ (ცხადია ხალხის ნებითა და ძალაზე დაყრდნობით) მოახერხა იურიდიულად, კონსტიტუციის შესაბამისად, ემოქმედა და მალევე ქვეყნის პირველი პირის ფუნქცია თავის თავზე აიღო.
ანუ, პარლამენტში შესვლას მაშინ უბრალოდ სამთავრობო შენობის კედლების დაკავების ფუნქცია კი არ ქონდა, არამედ, იქ ხალხის შესვლამ, გამოიწვია კონსტიტუციიდან გამომდინარე, კონკრეტული იურიდიული შედეგი.
ჩვენ კარგად ვიცით ახლა რა მდგომარეობაც გვაქვს ამ კუთხით.
დღევანდელ პარლამენტს ბოლომდე აკონტროლებს ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა და იმ შენობაში ხალხის შესვლით, ჩვენდა სამწუხაროდ, კონსტიტუციით, არანაერი იურიდიული შედეგის გამოწვევა არაა შესაძლებელი.
რა პარლამენტიც არის, იურიდიულად ის დარჩება, ისევე როგორც მთავრობის კანცელარიის შენობაში შესვლითაც, იურიდიული თვალსაზრისით, არაფერს მისცემს ხელისუფლების შეცვლის მსურველ, ოპოზიციას.
ამასთან შესადარებლად, უპრიანი იქნება ისიც გავიხსენოთ, თუ რა მოხდა აშშ-ში, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ტრამპისტების დიდი რაოდენობა, შეიჭრა კონგრესის შენობაში, სადაც ფიზიკურადაც კი შესაბამის მათ სხდომათა დარბაზებში, იმყოფებოდნენ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები, რომლებმაც ხალხის შენობაში შეჭრის შემდეგ, იქაურობა გარკვეული პერიოდით დატოვეს და მერე ისევ დაბრუნდნენ. და ბუნებრივია არც არაფერი შეიცვალა აშშ არც საკანონმდებლო ორგანოს არსებობის თვალსაზრისით და არც მთავრობაში.
ხალხის მიერ კონგრესის შენობის ფიზიკურად დაკავებამ, პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებისთვის არავითარი იურიდიული სარგებელი და შედეგი არ მოუტანა.
ახლა კი, მიმდინარეობს კონგრესის შენობაში შეჭრილი, ასეულობით ტრამპისტების წინააღმდეგ აღძრული, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და პოლიციელებსა და სხვა ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებზე, ძალადობის საქმეების გამოძიება და სასამართლო პროცესები.
როგორც ვიცით მსგავსი სქემით, მოღალატე გავრილოვების რეჟიმი ცდილობს, უკვე თითიდან გამოწოვილი საქმეებით, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის გამო, ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოონ და ამას იყენებენ ოპოზიციის პროტესტის მოსაკლავად.
ახლა დავფიქრდეთ რას მოგვცემს, პარლამენტის თუ სამთავრობო ცარიელ თუ სავსე შენობაში, შეჭრა და რეალურად რა შედეგს გამოიღებს და ვის ინტერესს მოემსახურება ეს?
ამიტომ, როცა ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად, ოპოზიციის ტაქტიკის თაობაზე ვმსჯელობთ, აუცილებელია ამ მნიშვნოლოვანი საკითხის კარგად გააზრება და პროტესტის ისე დაგეგმვაა საჭირო, რაც გულანთებული და პატრიოტი მოქალაქეების ენერგიას ჭკვიანურად და რაციონალურად, სწორი მიმართულებითა და მეთოდებით მიმართავს და არ ვიმოქმედებთ, მხოლოდ ემოციითა და დაუფიქრებლად, რასაც პოზიტიური რეზულტატის ნაცვლად, უპირატესობას უფრო რეჟიმს მოუტანს, ვიდრე ოპოზიციურ ერთობასა და მიშასა და საქართველოს გათავისუფლების საქმეს.
ნიშნავს თუ არა, რომ სადღაც შევარდნის გარეშე, ოპოზიციის ბრძოლას აზრი ეკარგება და დიდ თუ პატარა საპროტესთო აქციებზე სიარულსი თუ დგომა, შედეგს არ მოიტანს?
რა თქმა უნდა არა.
ხალხის, მშვიდობიან და არაძალადობრივ, აქციებს ყოველთვის, ყველა ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო საქართველოში.
ასეთი აქციებით “იღვიძებენ” მოქალაქეთა ის ნაწილიც ვინც ამჟამად პასიურია, ხელისუფლება გრძნობს დისკომფორტს, როცა მას ხალხის დიდი ნაწილი (უმრავლესობის სახელით) ეუბნება
“უზურპატორო წადი!”
“თავისუფლება მიშას!”
თავისუფლება საქართველოს!’
და ამას ხედავენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ხშირად დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ავად თუ კარგად, ამ ყველაფერზე რეაგირებს და რეჟიმზე შესაბამის დიპლომატიურ და პოლიტიკურ (სანქციებითაც) ზეგავლენას ახდენს.
ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თანამებრძოლებო, გული არ უნდა გავიტეხოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არ უნდა გავჩერდეთ!
თუ ერთიანობასა და სამშობლოსათვის ბრძოლაში, ჩვენი გამარჯვების იმედს არ დავკარგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მჯერა აუცილებლად გავიმარჯვებთ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved