• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბანერები უნდა ჩანაცვლდეს არა გაღიმებული ექიმების კადრებით, არამედ რეანიმაციის კადრებით, ბევრს არ გინდათ მიღება იქ რა ხილული ჯოჯოხეთია” – ნანა ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
11:35 11-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ჟურნალისტი ნანა ჩხაიძე სოციალურ ქსელში საქართველოს კოვიდკლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე წერს.

ჩხაიძე აღნიშნავს, რომ თავადაა მოწმე იმ მძიმე ვითარების, რაც საავადმყოფოებში ხდება.

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ ბანერები უნდა ჩანაცვლდეს არა გაღიმებული ექიმების კადრებით, არამედ რეანიმაციის კადრებით, რათა საზოგადოებამ დაინახოს ის “ხილული ჯოჯოხეთი”, რაც კლინიკებში ხდება.

“წინასაარჩევნო კამპანიის დროს (პირველი ტური) კახი კალაძის ვიდეოგოლები ძალიან ლამაზი იყო. ქართული ფილმის კადრების ახალ რეალობაში გარდასახვა. სასიამოვნო მელოდიით, ლამაზი კადრებით, ლამაზი ადამიანებით… ჩემთვის ეს იყო ვიდეორგოლი, რომელიც დიდი ხნის უნახავ ფილმებზე მაფიქრებდა. ან ამეკვიატებოდა იმ დღეს რომელიმე ფილმიდან მუსიკა და მთელი დღე ვღიღინებდი, ეს ყველაფერი ერთიანობაში რეალობას მწყვეტდა და მქონდა მხოლოდ სასიამოვნოს განცდა…

ახლა, თბილისის ქუჩებში, ბილბორდებზე, ჯერ ისევ არის არჩევნების მეორე ტურისთვის დამზადებული ბანერები.
„9 ახალი სკვერი“, „500-ლარიანი ვაუჩერი“, „უფასო კვება“, „… დახმარება“ „ — პენსია“ და ა.შ. ამ ბანერების შეხევდვისთანავე, როგორ სასიამოვნო მუსიკასაც არ უნდა უსმენდე, ან ოცნებობდე, რეალობა გაფხიზლებს… ვიღას დახმარება სჭირდება, ვიღაცას შია. ვიღაც ვერ სწავლობს, ვიღაცას სცივა… ეს არის რეალური კამპანია. აი ასე უნდა დაანახო, დაუძახო, გააფრთხილო, დააიმედო… და საქმედ უნდა აქციო …

კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს ბანერები უნდა ჩანაცვლდეს არა გაღიმებული ექიმების კადრებით, არამედ რეანიმაციის კადრებით. იმ ადამიანების კადრებით, რომლებსაც ყველა მეთოდით აწვდიან ჟანგბადს პაციენტებს, მაგრამ მაინც უჟანგბადობისგან იხრჩობიან. იცით როგორი სახე აქვს რეანიმაციის ექიმებს? – იცით როგორ გამოიყურებიან რეანიმაციაში კოვიდის მსხვერპლი პაციენტები????!!! – 90 პროცენტმა არ იცით!!!

რაც არ უნდა გელაპარაკოთ, ბევრს არ გინდათ მიღება იქ რა ხილული ჯოჯოხეთია… დგახარ პაციენტებს შორის და არ იცი ვის მიეშველო. იქ ყველა შენიანია. თითქოს გინდა აპარატთან ერთად შენი ჰაერი გაუნაწილო… გინდა იყვირო!!! იტირო, მაგრამ ვერ ყვირი…

მე ვიყავი იქ მე ვნახე რა ხდებოდა. მე ვითვლიდი პაციენტებს და ვარქმევდი მათ სახელებს. რამდენიმე შავი ცელოფანისთვისაც გავწირე… ვხედავდი შეშუპებულ სხეულებს, ამოუცნობ სახეებს… აი, ესაა რეალობა და კეთილი ინებეთ და აღიარეთ ეს რეალობა!!!!!
ექიმები იმაზე კი არ უნდა ცდებოდეთ, რომ კითხვას გასცეთ პასუხი: აცრის შემდეგ ბანაობა თუ შეიძლება – არამედ ხმამაღლა ილაპარაკეთ რომ რეანიმაციაში კოვიდინფიცირებულის მდგომარეიობა მხოლოდ სატურაციის მაჩვენებელი არაა!!!! ამაზე იყვირეთ, რომ მერე პაციენტების ახლობლებმა არ თქვან, რომ ნორმაში იყო სატურაცია და მაინც მომიკლესო!!!

ვიცი, რომ თქვენ ყველაფერს ეჩვევით, მაგრამ ეს თქვენი ვალდებულებაა!!! ნუ ხართ ჩუმად!!! დაივიწყეთ ეს დალაგებული ტექსტები და ელაპარაკეთ რეალურად…

სამწუხაროა, რომ საშინელ კადრებს ფეისბუქიც ბლოკავს, თორემ აუცილებლად იქნებოდა ახლა ამ გვერდზე მომაკვდავი ადამიანების ფოტოები, იქნებ 1000-დან 10-ს მაინც ამოიცნო მისი ახლობელი.

სანამ ამირან გამყრელიძის კრამიტზე ვფიქრობთ, სანამ გიორგი ფხაკაძეს გიჟს ვეძახით, სანამ მხოლოდ ის გვაინტერესებს, სექსი როდის შეგვეძლება, სანამ ვაქცინაში ეშმაკის კოდებს ვიპოვით, სანამ ისეთ ექიმს ვიპოვით, რომელიც დაგვიწერს, რომ ალერგიული ვართ და არ აგვცრან… მანამდე კიდევ ბევრი შავი ცელოფანი შეიკვრება… შენი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. შენი ცხოვრება შენია და არა სხვისი ცხოვრების ქექვა…

მე მინდა სიცოცხლე, მე ავიცერი, მე ვატარებ პირბადეს, მე ვიცავ დისტანციას, მე ვიყენებ ყველა საშუალებას ინფიცირებისგან დასაცავად!!!! და მინდა ჩემები ჩემთან… ბედნიერები, მხიარულები … იგივე უნდა გინდოდეს შენ, იგივე უნდა უნოდეს მას … ერთმანეთისთვის უნდა ვიბრძოლოთ ამ რეალობაში!!!!”-წერს ნანა ჩხაიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved